მნიშვნელოვანი სიახლეები
გენეტიკური იარაღის გამოცდა

გენეტიკური იარაღის გამოცდა

ახალ ზელანდიაში და სხვა კუნძულებზე თაგვების გასანადგურებლად მეცნიერებმა „გენეტიკური დრაივი“ შეიმუშავეს. ეს ძუძუმწოვრებზე გენური იარაღის გამოცდის პირველი შემთხვევაა. თუკი განადგურების ბრძანება გაიცა, მაშინ ეს მთელი პოპულაციის განადგურების პირველი შემთხვევა იქნება.

წყნარი ოკეანის ბევრ კუნძულზე თაგვები და ვირთხები ადგილობრივი ეკოსისტემების მთავარ საშიშროებას წარმოადგენენ. ეს მღრნელები ინვაზიური სახეობების წარმომადგენლები არიან და ამიტომაც სრულიად უკონტროლოდ მრავლდებიან და სხვა ცხოველებს უსაკვებოდ ტოვებენ. მათი ჩვეულებრივი საშუალებებით განადგურება შეუძლებელია, ამიტომაც მეცნიერებმა გენურ ინჟინერიას მიმართეს.

 მეცნიერები პოპულაციის გენომს ისეთნაირად ცვლიან, რომ მხოლოდ მამალი მღრნელები იბადებიან. მდედრის გარეშე კი პოპულაცია ვეღარ გამრავლდება და გადაშენდება. ახლა მოდიფიცირებული მღრნელების გამოშვებაღა არის საჭირო. რამდენიმე თაობა საკმარისია იმისათვის, რომ ცალკე აღებულ კუნძულზე თაგვები გაქრნენ.

 ეს იდეა ახალი არაა. ადრე მას მალარიის გადამტანი მოსკიტების გასაქრობად განიხილავდნენ. მაგრამ ჯერჯერობით ამგვარი პროექტის განხორციელებას ვერავინ ბედავს, ვინაიდან ველურ პოპულაციაზე ამ ხერხის გამოცდის შედეგების კონტროლირება შეუძლებელია.

 ამ ფაქტორების გათვალისწინებით ცალკე აღებული კუნძულზე მეთოდის დატესტვა და თუ რაღაც ისე არ წავა, კონტროლირება შედარებით ადვილი იქნება.

 თუკი პირველი ტესტი წარმატებული აღმოჩნდება, მაშინ მას სხვა კუნძულებზეც გამოცდიან და რაც მთავარია, მას ახალ ზელანდიაშიც გამოიყენებენ, რომელმაც 2050 წლისათვის ყველა ინვაზიური სახეობების განადგურება გადაწყვიტა.