მნიშვნელოვანი სიახლეები
გენეტიკურმა თერაპიამ კიბო დაამარცხა

გენეტიკურმა თერაპიამ კიბო დაამარცხა

კიბოს გენეტიკური თერაპიის ახალმა მეთოდმა იმედისმომცემი შედეგები გამოიღო. ლიმფომიანი პაციენტების მესამედზე მეტმა მკურნალობის ერთი კურსის შემდეგ გამოჯანმრთელება დაიწყო და მყარად დაადგა რემისიის გზას.

 მეთოდიკა სახელად „უჯრედოვანი თერაპია CAR-T“, აშშ-ს ონკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მიერ არის შექმნილი. მას დიდი შანსი აქვს ქვეყანაში პირველი მოწონებული გენური თერაპია გახდეს.  პირველი კვლევის შედეგების მიხედვით პაციენტების 82%-ს კიბოს უჯრედების რაოდენობა საგრძნობლად შეუმცირდათ, ხოლო 36%-ს მყარი რემისია აღენიშნება. შედეგები კომპანია Kite-მ გამოაქვეყნა, რომელიც კვლევებს აწარმოებდა, თუმცა ექსპერტთა შეფასებები და სპეციალისტთა რეცენზიები ჯერ არ ჩანს. კვლევის წვრილმანებს  ონკოლოგიური კვლევების ამერიკული ასოციაციის აპრილის კონფერენციაზე გამოაქვეყნებენ.

 მეთოდიკა პაციენტის საკუთარი იმუნური უჯრედების გენეტიკურ რედაქტირებას გულისხმობს: Т-ლიმფოციტების დნმ-ში ემატება გენი, რომელიც კიბოს უჯრედების განადგურებაში ეხმარება. ლიმფოციტები დარედაქტირებული გენომით პაციენტის სისხლში შეჰყავთ და გენმოდიფიცირებული უჯრედები მუტანტ უჯრედებზე  ნადირობას იწყებენ. ექიმები მეთოდს „ცოცხალ წამალს“ ეძახიან. მათ მხედველობაში აქვთ ის ფაქტი, რომ გენმოდიფიცირებული Т-უჯრედები გამრავლებას იწყებენ და მთელი კიბოს საწინააღმდეგო არმია იქმნება.

თუმცა მეთოდს თავისი სერიოზული ნაკლიც გააჩნია: 101 პაციენტიდან სამი გარდაიცვალა. თანაც მათი გარდაცვალების მიზეზი კიბოსთან არ იყო კავშირში. აქედან ორის პაციენტის სიკვდილი შესაძლოა მკურნალობის გვერდითი მოვლენების ბრალი იყოს. 13 პაციენტის იმუნურმა სისტემამ მკვეთრი რეაგირება მოახდინა გენმოდიფიცირებულ ლიმფოციტებზე. მათი მდგომარეობა მძიმე იყო, მაგრამ მოხერხდა არასასურველი ეფექტების კუპირება. პაციენტების მესამედში ანემია შეინიშნებოდა, რომელიც სისხლის შემადგენლობით  და თვისებებით განისაზღვრებოდა. მაგრამ ექიმებმა ეს მოვლენებიც დაძლიეს. პაციენტების 28%-ს ნევროლოგიური პრობლემები აღმოაჩნდა - მოთენთილობა, ძილისკენ მიდრეკილება,  და სხვა. მაგრამ ეს პრობლემები რამდენიმე დღეში გაქრა. იმისათვის, რომ თერაპიის ახალი მეთოდის უსაფრთხოება გაირკვეს, პაციენტებზე კიდევ ნახევარწლიანი დაკვირვებებია საჭირო.