მნიშვნელოვანი სიახლეები
გენური ინჟინერიის საფრთხეები: ყვავილის აღდგენილი ვირუსი

გენური ინჟინერიის საფრთხეები: ყვავილის აღდგენილი ვირუსი

თანამედროვე გენურმა ინჟინერიამ არნახულ წარმატებებს მიაღწია. მაგრამ როგორც ჩანს ჩვენ ახალი ეპოქა გველოდება, რომელშიც დიდი ხნის წინათ გამქრალი ვირუსების გამოჩენას უნდა ველოდოთ. ეს საქმე უკვე საკმაოდ ადვილი და იაფიც გახდა.

ჯერ კიდევ ასი წლის წინათ ყვავილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება იყო. მან მილიონობით ადამიანი შეიწირა და მისგან დაზღვეული არავინ იყო. დაავადებასთან გლობალური ბრძოლის შედეგად მოხდა ისე, რომ 1978 წლის შემდეგ ყვავილის აღარც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დაავდების გაქრობა მედიცინის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად ითვლება.

 მაგრამ თურმე ყველაფრის შეცვლა შეიძლება, მთავარია ფული და დნმ-ის ნიმუში გქონდეს. ალბერტას უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ყვავილის ვირუსი ნათესავის შექმნა შეძლო. ეს ე.წ. ცხენის ყვავილია, რომელიც დღეისათვის ასევე გამქრალია. გუნდმა გენეტიკით დაკავებული კომერციული ფირმისგან დნმ-ის ნიმუშები შეიძინა, შეუთავსა ერთმანეთს და ცხენის ყვავილის მთლიანად ფუნქციონალური გენომი მიიღო, რის შემდეგაც ვირუსის რამდენიმე ასლი შექმნა.

 მთელმა პროცესს ნახევარი წელი და 100 ათასი დოლარი დასჭირდა. ასე რომ ნებისმიერ სხვა გუნდს პატარა ლაბორატორიაში იგივე სამუშაოს გამეორება შეუძლია. მკვლევარებს მცირე ძალისხმევით ყვავილის ნებისმიერი ვირუსის შექმნა შეუძლიათ, მათ შორის იმ მომაკვდინებელი ყვავილისაც. ასე რომ მსგავსი რამის გაკეთება ნებისმიერ ბოროტ ადამიანს, ანდა ადამიანთა ჯგუფსაც შეუძლია.

 ეს ნამდვილ კატასტროფას გამოიწვევს, ვინაიდან ყვავილის აცრა აღარ ხდება. ასე რომ სახელმწიფოებს თუკი წინსწრებით მოქმედება სურთ, მათ ვაქცინის შექმნა და ადამიანთა ვაქცინაციის დაწყება მოუწევთ.