მნიშვნელოვანი სიახლეები
გეოლოგებმა რომაელთა წყალქვეშა ნაგებობების სიმტკიცის საიდუმლო ამოხსნეს

გეოლოგებმა რომაელთა წყალქვეშა ნაგებობების სიმტკიცის საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელმა გეოლოგებმა ძველრომაელ მშენებელთა საიდუმლო ამოხსნეს. როგორც აღმოჩნდა საიდუმლო ვულკანურ ფერფლში იმალებოდა. მისი მშენებლობაში გამოყენებისას, ზღვის წყალთან კონტაქტისას წარმოიქმნება მინერალი, რაც წყალქვეშა ნაგებობებს დამატებით სიმტკიცეს ანიჭებს.

 ძველი რომაელები საუკუნოდ აგებდნენ: მათ გაყვანილ გზებზე დღესაც შეიძლება გადაადგილება, ხოლო ნავსადგურის კედლები ორი ათასი წლის განმავლობაშიც კი ვერ მოარღვიეს ტალღებმა. პლინიუს უფროსს წყალქვეშა ბეტონის ნაგებობებზე ამგვარი ჩანაწერი აქვს: „ერთიანი ქვა, ტალღებისადმი მდგრადი, მტკიცდება ყოველ დღიურად“. ამ სტრიქონებმა სოლთ-ლეიქ-სითის უნივერსიტეტელი  გეოლოგი მერი ჯექსონი (Marie Jackson) დააინტერესა: როგორ შეიძლება მასალა ზღვის წყლის გამო უფრო მტკიცე გახდეს? მეცნიერთა ჯგუფმა ჯექსონის ხელმძღვანელობით, რომაული ბეტონის სინჯები ბერკლიში ლოურენსის სახელობის ეროვნულ ლაბორატორიაში შეისწავლა და  ძველი სამშენებლო მასალის სიმტკიცის გამოცანა ამოხსნა.

თანამედროვე ბეტონს ცემენტის, ქვიში, ხრეშის და წყლისგან ამზადებენ. ცემენტი თავის მხრივ ძირითადათ თიხისა და კირქვებისგან შედგება. რომაელები ცემენტის ხსნარში ვულკანის ფერფლს ურევდნენ. ბერკლის რენტგენის სინქროტრონზე რომაული ბეტონის ნიმუშების შესწავლისას გეოლოგებმა მის სტრუქტურაში ფილიპსიტის კრისტალები აღმოაჩინეს. ეს იშვიათი სილიკატური მასალაა, რომელიც ბუნებაში ვულკანურ ქანებში გვხვდება. მისი ზღვის წყალთან  დროთა განმავლობაში ურთიერთობისას  ტობერმორიტი წარმოიქმნება. ტობერმორიტის რაოდენობის ზრდასთან ერთად ბეტონი სულ უფრო მტკიცე ხდება: მისი ბრტყელი და გრძელი კრისტალები მასალას მეტ დრეკადობას სძენდა.

 თანამედროვე მშენებლებმა ძველი რომაელებისგან ბევრი რამ შეიძლება ისწავლონ. ვეზუვის ფერფლის ნაცვლად (მას ძველი რომაელები იყენებდნენ) ბეტონში შეიძლება უნოსის ნაცარი შევურიოთ - იგი ქვანახშირის წვის პროდუქტს წარმოადგენს. „მიწისზედა სამუშაოებში იგი ნაკლებად გამოგვადგება, მაგრამ წყალქვეშ მშენებლობისას რომაელთა ტექნოლოგია დიახაც რომ გამოსადეგია“, - თვლის მეცნიერი.