მნიშვნელოვანი სიახლეები
Google-ის ყურსაცვამები 40 ენიდან თარგმნიან

Google-ის ყურსაცვამები 40 ენიდან თარგმნიან

თავისი ახალი სმარტფონების გარდა კომპანია Google-მა სხვა მოწყობილობებიც წარადგინა. მათ შორისაა ყურაცვამი Pixel Buds-ი, რომელიც რეალურ დროში 40 ენიდან თარგმნის.

Pixel Buds-ი სმარტფონ Pixel-თან ერთად წყვილში იმუშავებს. მოწყობილობა ვირტუალურ დამხმარე Google Assistant-ს მიუერთდება, რომლის გააქტიურებაც მარჯვენა ყურსაცვამზე მოთავსებულ, მცირე ზომის ტაჩპადზე დაჭერით შეიძლება. დამხმარეს მართვა ხმოვანი ბრძანებებით ხდება. ასე მაგალითად შესაძლებელი იქნება გარკვეული სიმღერის ჩართვა, ტელეფონზე დარეკვა ანდა გზის კარნახი.

 მაგრამ Google-ს ყურსაცვამის ყველაზე საინტერესო ფუნქცია რეალურ დროში საუბრის თარგმანია. ტაჩპადზე ხანგძლივი დაჭერით და Google Assistant-ის გამოიძახების შემდეგ მომხმარებელი იტყვის, მაგალითად: "Help me speak Swedish".  ამის შემდეგ მოწყობილობა ჯერ გადათარგმნის და მოგასმენინებთ ამ წინადადებას, ხოლო შემდეგ, როცა თანამოსაუბრე დაიწყებს შვედურად ლაპარაკს, სინქრონულად გადათარგმნის მის სიტყვას (სმარტფონ Pixel-ზე არსებული Google Translate აპლიკაციის მეშვეობით) მომხმარებლის მშობლიურ ენაზე. მომხმარებელი თარგმანს ყურსაცვამებში მოისმენს.