მნიშვნელოვანი სიახლეები
Google-მა ახალი კაპჩა მოიფიქრა, რომელიც ტვინს არ ბურღავს

Google-მა ახალი კაპჩა მოიფიქრა, რომელიც ტვინს არ ბურღავს

Google-მა როგორც იქნა reCAPTCHA-ა ტექნოლოგია უფრო მოხერხებული გახადა. ახლა უკვე აღარ არის საჭირო ტექსტის შეყვანა, ფოტოზე ფრაგმენტის არჩევა, ანდა  მონიშვნა „მე რობოტი არ ვარ“. ახალი რეკაპჩა უხილავია და ამიტომ  არავის აღიზიანებს.

CAPTCHA (Completely Automated Public Turing test to tell Computers and Humans Apart) - ეს ტექნოლოგიაა, რომელიც საშუალებას იძლევა ბოტი ნამდვილი მომხმარებლისგან გავარჩიოთ. მისი გამოყენება სპამისგან გვიცავს. ყველაზე უფრო გრაფიკული კაპჩებია პოპულარული, ანუ ისეთები, რომლებშიც მომხმარებელს ტექსტის გარჩევას სთხოვენ. ამ ტექსტის გარჩევა იდეაში მანქანამ ვერ უნდა შეძლოს.

 მაგრამ ბოლო წლებში ტექნოლოგიები ისე განვითარდა, რომ კომპიუტერი უკვე დაშიფრულ აზრს უკეთ იგებს, ვიდრე ადამიანი. გამოსახულების გარჩევაც კომპიუტერს უკეთესად შეუძლია. თვითონ Google-მა დიდი ხანია ფოტოებით ძებნის სერვისი შესთავაზა მომხმარებელს. სულ ახლახანს კიShazam-ი გაუშვეს, რომელიც მომხმარებელთა ცუდი ხარისხის ფოტოებსაც კი კარგად არჩევს.

 კომპიუტერების სულ უფრო მზარდი შესაძლებლობების გამო გრაფიკული კაპჩა სერიოზული სპამერებისათვის ბარიერს აღარ წარმოადგენს. ამიტომ Google-მ აუარი თქვა ინტერაქტიულ კაპჩაზე და მის მაგივრად მომხმარებლის ქცევის ანალიზს აკეთებს. კერძოდ პროგრამა მომხმარებლის IP-მისამართს და მაუსის გადაადგილებას აკვირდება. ბოტები როგორც წესი უმოკლესი გზით ახდენენ გადაადგილებას, ადამიანს კი ამის გაკეთება არ შეუძლია და არც უნდა.

თქვენს საიტზე ახალი reCAPTCHA-ს დამატება აქედან შეგიძლიათ. ახალი კაპჩა მხოლოდ ფანჯრის სახით გამოდის, რომელშიც პროგრამა თავად გიცხადებთ რომ თქვენ რობოტი არა ხართ.