მნიშვნელოვანი სიახლეები
Google-მა დრონების მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელი სისტემა გამოსცადა

Google-მა დრონების მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელი სისტემა გამოსცადა

 Google-ის პროექტს Project Wing-ის (რომელიც კომერციული დრონების შემუშავების ტექნოლოგიებს ეძღვნება) ხელმძღვანელმა საგზაო ტრაფიკის მეთვალყურე დრონის წარმატებით გამოცდის შესახებ განაცხადა.

 Project Wing-ის ერთერთი ხელმძღვანელი ჯეიმს ბერჯესი აცხადებს,  რომ პროექტმა რამდენიმე ეროვნულ გამოცდაში მიიღო მონაწილეობა. ეს გამოცდები  NASA-ს და აშ-ს სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ მოაწყო.

 გამოცდების მიზანი საჰაერო სივრცეში მომრავლებული უპილოტო ავიასისტემების მართვის ორგანიზება გახლდათ.

სისტემისათვის გამოწვევა იმაში მდგომარეობდა, რომ Project Wing-ის სამი უპილოტო, რომლებსაც ერთი ოპერატორი მართვადა, იმავე ტერიტორიაზე მოქმედებდა, რომელზეც კომპანია Intel-ის ორი დრონი და Virginia Tech Mid-Atlantic Aviation Partnership-ის დრონი.

სისტემამ დაამტკიცა, რომ თავისუფლად შეუძლია იყოს სხვადასხვა სახეობების დრონებისათვის „დისპეტჩერი“ და შეარჩიოს მათთვის ჰაერში უხიფათო სამოძრაო მარშრუტები.

 Google X, რომელიც Alphabet-ის ქვედანაყოფია და პასუხისმგებელია Project Wings-ზე, ამ საკითხზე 2012 წლიდან მუშაობს, მაგრამ 2014 წლამდე მას საიდუმლოდ ინახავდა. 2016 წელს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ Project Wings-მა თავისი დრონების გამოცდის ნებართვა მიიღო.