მნიშვნელოვანი სიახლეები
Google თავის „ჭკვიან“ სათვალეს კვლავ მიუბრუნდა

Google თავის „ჭკვიან“ სათვალეს კვლავ მიუბრუნდა

კომპანია Google-მა დაახლოებით ორი წლის წინ შეწყვიტა თავისი დამატებითი რეალობის სათვალის პირველი ვერსიის გამოშვება. ახლა კი იგი კვლავ მიუბრუნდა ამ იდეას, თუმცაღა მხოლოდ ბიზნესისათვის.

 Google აცხადებს, რომ Glass Enterprise Edition-ში (ასე ეწოდება ახალ მოდელს) ბატარეის მუშაობის ხანგძლივობა გაიზარდა და ამის გამო სათვალის დიდხანს ტარება შეიძლება. გარეგნულად ახალი სათვალე ორიგინალურ მოდელს ჩამოჰგავს. მას როგორც წინა „ჭკვიან“ სათვალეს, გააჩნია გამჭვირვალე დისპლეი და ჩამონტაჟებული კამერა.

 სიახლე სხვა კომპანიების ანალოგიურ პროდუქციას გაუწევს კონკურენციას, მათ შორის Microsoft HoloLens-საც.