მნიშვნელოვანი სიახლეები
გულში „დეფიბრილატორი“ აღმოჩინეს

გულში „დეფიბრილატორი“ აღმოჩინეს

ადამიანის და სხვა ძუძუმწოვრების გულში იმუნური უჯრედი-მაკროფაგები ელექტრულ იმპულსებს გამოიმუშავებენ, რომელიც გულს მუშაობაში ხარვეზებისას ეხმარება.

 „როცა ჩვენ პირველად გავზომეთ ძაბვა და ვნახეთ, რომ მაკროფაგები რიტმულად იმუხტებიან და განიმუხტებიან, მე მივხვდი, რომ ეს უჯრედები გულის კუნთს გარემოსგან იზოლაციას კი არ უკეთებენ, არამედ დენის გატარებაში ეხმარებიან. ახლა ვცდილობთ გავერკვეთ, გულში ანთებითი პროცესები  ამ უჯრედების მუშაობაზე და მათ ელექტროგამტარობაზე როგორ ახდენენ გავლენას“, - გვიხსნის ჰარვარდის უნივერსიტეტის უჯრედის ბიოლოგი მათიას ნარენდორფი (Matthias Nahrendorf).

 გული უნიკალური ორგანოა, რომლის უჯრედები ნერვული სისტემის კონტროლის გარეშე იკუმშებიან. ადენოზინტრიფოსფატის მოლეკულაში ქიმიური კავშირების ენერგია (მთავარი უჯრედოვანი ენერგოსისტემა) მიოკარდის უჯრედებში ელექტრულ ენერგიად გარდაიქმნება. როცა საკმარისად დიდი მუხტი გროვდება ხდება განმუხტვა და მიოკარდის კარდიომიოციტის უჯრედები იკუმშებიან. ელექტროენერგიის გამომმუშავებელი უჯრედების და ელექტროენერგიის გადამცემი არხების მუშაობაში დარღვევა გულის უკმარისობას და სხვა სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

 ნარენდორფმა და მისმა კოლეგებმა შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ გულის უჯრედებს შორის ელექტრული სიგნალების გადაცემაში მარტო მიოკარდის უჯრედები კი არ მონაწილეობენ, არამედ იმუნური მაკროფაგის უჯრედებიც. როგორც ბიოლოგი აღნიშნავს, მაკროფაგები როგორც წესი ანთებით ანდა დასნებოვანებულ ქსოვილებში არსებობენ, მაგრამ გულში მათი აღმოჩენა ყოველთვის შეიძლება, მაშინაც კი როცა ახლოს არავითარი ანთებითი პროცესი არ მიმდინარეობს.

 მეცნიერები შეეცადნენ გაეგოთ თუ რას აკეთებდნენ იმუნური უჯრედები გულში. ამისათვის მათ გენმოდიფიცირებული თაგვები გამოზარდეს, რომლებსაც გულში მაკროფაგები არ ჰქონდათ და შეეცადნენ ენახათ თუ როგორ იმუშავებდა გული  დიდი დატვირთვის დროს. შედეგებმა მეცნიერთა გაოცება გამოიწვია: იმუნური უჯრედების გარეშე თაგვების გული დატვირთვებისას გაცილებით ცუდათ მუშაობდა, ვიდრე ნორმალური თაგვების გული. გენმოდიფიცირებულ ცხოველებს გულის ცემა შენელებული აღმოაჩნდათ, ხოლო ელექტროკარდიოგრაფიამ  გულის მუშაობისას სერიოზული დარღვევები აღმოაჩინა.

 შედეგმა აიძულა ნარენფორდის გუნდი გაეგოთ თუ როგორ იყო ნორმალურ თაგვების გულებში მაკროფაგები გადანაწილებული. როგორც გაირკვა  იმუნური უჯრედების დიდი ნაწილი წინა გულისა და პარკუჭების გამყოფ ძგიდეზე იყვენე თავმოყრილები. სწორედ აქ მდებარეობენ წერტილები, საიდანაც ელექტრული იმპულსები კუმშვად უჯრედებს ეგზავნებათ.

 მაშინ  ნარენდორფმა დახმარებისათვის ელექტროფიზიოლოგებს მიმართა. როგორც აღმოჩნდა მაკროფაგები თავად გამოიმუშავებენ ელექტრულ დენს და ამას გარდა დამატებითი „სადენების“ როლსაც ასრულებენ. ამგვარდ ისინი გულის კუნთს  შეკუმშვაში ეხმარებიან, იმ დროსაც კი როცა  უჯრედების ნაწილი გულის მუშაობის სხვადასხვა დარღვევებისას „ცენტრთან“ კავშირს კარგავს.

 გულში მაკროფაგების ამ ფუნქციის აღმოჩენის შემდეგ ნარენდორფმა და მისმა გუნდმა ახალი ამოცანა დაისახეს: გულის დაავადებებში იმუნური უჯრედების როლის განსაზღვრა. შესაძლოა იმუნური უჯრედების აქტიურობის სტიმულირებით ანდა შეზღუდვით გული ვაიძულოთ თავად „შეაკეთოს“ თავისი თავი და ქირურგიული ჩარევა აღარ დაგვჭირდეს.