მნიშვნელოვანი სიახლეები
Hubble-ს ტელესკოპმა გალაქტიკების უჩვეულო ქცევა დააფიქსირა

Hubble-ს ტელესკოპმა გალაქტიკების უჩვეულო ქცევა დააფიქსირა

სურათზე უჩვეულო გალაქტიკა IRAS 06076−2139 მოჩანს. იგი სინამდვილეში ორი გალაქტიკისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთის მიმართ 2 მილიონი კილომეტრი საათში სიჩქარით მოძრაობენ.

ეს გალაქტიკები კურდღლის თანავარსკვლავედში (Lepus) მდებარეობენ. Hubble-ის კამერამ ისინი თითქმის 500 მილიონი სინათლის წლის მანძილიდან დააფიქსირა.

  ეს კოსმოსური ობიექტი იმითაა საყურადღებო, რომ ფაქტიურად ორი ცალკე გალაქტიკისგან შედგება, რომლებიც 20 000 სინათლის წლით არიან ერთმანეთისგან დაშორებულები და ერთმანეთის მიმართ 2 მილიონი კილომეტრი საათში სიჩქარით მოძრაობენ. ეს სიჩქარე საკმაოდ დიდია იმისათვის, რათა მათი შერწყმა მოხდეს, მაგრამ ახლო მანძილის გამო ისინი ერთმანეთზე ზემოქმედებენ და სტრუქტურებს დიდი მასშტაბით ამახინჯებენ.

 მსგავსი ზემოქმედებები ასტრონომებისათვის დიდი ხანია ცნობილია და მას დიდის გულისყურით შეისწავლიან. მკვლევარები გალაქტიკების ზემოქმედების რამდენიმე ფორმას ანსხვავებენ, მაგალითად გალაქტიკურ “კანობალიზმს” ანდა “მეძიებლობას”.  უნდა ითქვას, რომ ჩვენი გალაქტიკა - ირმის ნახტომი - შეჯახების მსხვერპლი გახდება. იგი 4,5 მილიარდი წლის შემდეგ ანდრომედას გალაქტიკასთან “გაერთიანდება”.  თუმცა გალაქტიკაში ვარსკვლავებს შორის იმხელა მანძილია, რომ ამ გაერთიანებისას ვარსკვლავების შეჯახება ნაკლებად სავარაუდოა.