მნიშვნელოვანი სიახლეები
იაპონელ მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ დედამიწის ქერქს ბოლომდე გაბურღავენ

იაპონელ მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ დედამიწის ქერქს ბოლომდე გაბურღავენ

იაპონელ მეცნიერებს JAMSTEC-დან იმედი აქვთ, რომ ისტორიაში პირველად დედამიწის ქერქს მთელ სიღრმეზე გაბურღავენ.

კაცობრიობა უკვე 50 წელია დედამიწის მანტიის მიღწევას ცდილობს, მაგრამ ყოველ ჯერზე წარუმატებლად. სულ ახლახანს ორგანიზაციაорганизация Joint Oceanographic Institutions for Deep Earth Sampling-ი შეეცადა ამ ამბიციური მიზნის მიღწევას, მაგრამ მხოლოდ 700 მეტრის სიღრმეს მიაღწია.

 იაპონელ მეცნიერებს თავიანთი მიზნებისათვისსაბურღი ხომალდის, Chikyū-ის გამოყენება სურთ. დედამიწის ქერქის სისქე 5-10 კილომეტრს აღწევს. ამიტომაც პროცესს სამ ეტაპად შეასრულებენ. ჯერ ბურღი ზღვაში 4 კილომეტრის სიღრმეზე ჩაეშვება, შემდეგ ქერქის კიდევ 5 კილომეტრიან ფენას გაივლის და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ მეცნიერები მანტიის ნიმუშის აღებას.

 თავდაპირველად ცდები 2017 წლის სექტემბერში ჰავაის კუნძულებთან დაიწყება. პროექტის გრაფიკი აქამდე ზუსტდება. როგორც JAMSTEC-ის მკვლევარი ნაცუე აბე ამბობს, ბურღვს სავარაუდოთ 2030 წლისათვის დაიწყებენ. კოსტა-რიკასა და მექსიკის სანაპიროს სიახლოვეს არსებული რაიონებიც ექსპერიმენტის ჩატარების სავარაუდო ადგილებად განიხილებიან.

 აბეს თქმით, მისიას რამდენბიმე მიზანი აქვს. პირველ რიგში რა თქმა უნდა მანტიის შესწავლა: ეს იაპონელებს მიწისძვრების წინასწარმეტყველებაში დაეხმარებათ. ამას გარდა, მათ სურთ ზუსტად იცოდნენ თუ მანტიასა და ქერქის საზღვარი რას წარმოადგენს.

 მთავარი პრობლემა მაინც დაფინანსებაშია. მასშტაბური ბურღვა ძალიან ძვირი ჯდება. მოწყობილობები აშკარად მოითხოვენ მოდერნიზაციას და გაუმჯობესებას. თუმცა ახლახანს აღმოჩენილი ახალი მასალები ამ ამოცანის გადაწყვეტის იმედებს იძლევიან. ყოველ შემთხვევაში ქაღალდზე მაინც.