მნიშვნელოვანი სიახლეები
იაპონელმა მეცნიერებმა უძილობასა და ზედმეტ წონას შორის კავშირი დაადასტურეს

იაპონელმა მეცნიერებმა უძილობასა და ზედმეტ წონას შორის კავშირი დაადასტურეს

ადამიანები, რომლებსაც რეგულარული ძილი დარღვეული აქვთ, უფრო არიან სიმსუქნისკენ მიდრეკილები, ვიდრე გამოძინებულები. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ იაპონელი მეცნიერები ვასედას უნივერსიტეტიდან.

კვლევაში 23-25 წლის ჯანმრთელი მამაკაცების ორმა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა. თვითოეულ მათგანს სამი დღის განმავლობაში ცალკე ოთახში ათავსებდნენ, რომელიც სპეციალურად ისე იყო მოწყობილი, რომ ექიმებს მეტაბოლიზმის დონის სწრაფი გაზომვა შეძლებოდათ.  პირველი ჯგუფის წევრები სამი დღის განმავლობაში დღე-ღამეში 7 საათს იძინებდნენ, მეორე კი ორჯერ ნაკლებ დროის განმავლობაში. ამასთან ექსპერიმენტის მონაწილეებს საკვების ერთნაირ რაოდენობას აძლევდნენ.

 სამი დღის შემდეგ ორივე ჯგუფს მადის კონტროლზე პასუხისმგებელი ჰორმონების რაოდენობა გაუზომეს. როგორც გამოირკვა ძილის უკმარისობამ მათი დონე  მთელი 10%-ით შეამცირა. ყველაზე უფრო შიმშილის გრძნობა ძილის წინ იგრძნობოდა.

 მათი ორგანიზმი ნორმაში ერთ დღეში მოვიდა - როგორც კი მათ ნორმალური გამოძინების საშუალება მიეცათ. „კავშირი ძილსა, ფიზიკურ აქტივობასა და მოხმარებული საკვების რაოდენობას შორის მართლაც ძალიან დიდია. ძილის უკმარისობისას ჩვენ უფრო  გვინდება ჭამა, იმავდროულად კი ორგანიზმი იგივე რაოდენობის ენერგიას ხარჯავს. ჯამში ეს გასუქების კიდევ ერთი მიზეზი ხდება“, - გვიხსნის უნივერსიტეტ ვასედას პროფესორი სუნაო უტიდა.