მნიშვნელოვანი სიახლეები
იაპონელთა მტკიცებით კოსმოსში გამრავლება შესაძლებელია

იაპონელთა მტკიცებით კოსმოსში გამრავლება შესაძლებელია

რადიაციის მაღალი დონე კოსმოსში გამრავლების ერთ-ერთი ხელისშემშლელი მიზეზია.  იაპონელმა მეცნიერებმა ამ პრობლემის გადაწყვეტა შეძლეს.

2013 წელს იაპონიის იამანაშის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა თაგვებზე მრავალწლიანი ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყეს. პირველ ეტაპზე მათ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მღრნელების გაყინული სპერმა გაგზავნეს. ერთი წლის შემდეგ გენეტიკური  მასალა დედამიწაზე დაბრუნდა და მათი მეშვეობით კვერცხუჯრედის განაყოფიერება მოხდა, რომლებიც შემდგომ სუროგატ დედებს გადაუნერგეს.

 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რადიაციის დონე  დედამიწისაზე დაახლოებით ასჯერ მეტია. გამოსხივება არა მხოლოდ სპერმატოზოიდების აქტივობაზე, არამედ დნმ-ის სტრუქტურაზეც მოქმედებს. ეს კი სასქესო უჯრედების დაყოფის სტადიაზე კრიტიკულ გავლენას ახდენს.

 რაღა თქმა უნდა კოსმოსში ნამყოფი სპერმის მონაწილეობით ექსპერიმენტების მიზანი ჯანმრთელი თაობის მიღება იყო.  „კოსმოსური“ თაგვების შთამომავლობაში რაიმე გადახრები არ აღმოჩენილა.

ამგვარად კოსმოსში ნამყოფი გენეტიკური მასალიდან პირველად მიიღეს სიცოცხლისუნარიანი შთამომავლობა. გამოკვლევები კვლავ გაგრძელდება. მათი შედეგები უაღრესად მნიშვნელოვანია შორეული კოსმოსის ათვისების საქმეში.