მნიშვნელოვანი სიახლეები
იაპონიაში გველის მსგავსი რობოტი-მაშველი შექმნეს (+ვიდეო)

იაპონიაში გველის მსგავსი რობოტი-მაშველი შექმნეს (+ვიდეო)

8 მეტრიანი რობოტი-გველი მიწისძრისა და ცუნამისგან დაზარალებულებს დაეხმარება. ტოჰოკუს უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს რობოტი, რომელსაც კედლებზე აცოცება და ძნელად მისადგომ ადგილებში შეძრომა შეუძლია.

გარეგნულად რობოტი გველს მიაგავს, მაგრამ ქერცლის მაგივრად მოკლე ბეწვი გააჩნია. სიგრძეში იგი 8 მეტრს აღწევს, მაგრამ 20 მეტრიანი კედლის და სხვ აწინააღმდეგობების გადალახვა შეუძლია. მას მოძრაობის მიმართულების სწრაფი შეცვლა ძალუძს. მისი წონ ა3 კილოგრამს აღწევს და 10 მ/წამში სიჩქარით გადაადგილდება. მის „თავზე“ დამაგრებული კამერის მეშვეობით დანგრეული შენობების შიგნით ადამიანების მოძებნაა შესაძლებელი.

პროფესორ სატოში ტადოკოროს განცხადებით (სწორედ მისი შექმნილია გველის მაგვარი რობოტი) რობოტის შესაძლებლობები ადამიანისას გაცილებით აღემატება. რობოტს ძნელად მისადგომ რაიონებში მოქმედება და ინფრასტრუქტურის საიმედოობის შემოწმება შეუძლია.

 პროფესორმა ტადოკორომ და მისმა კოლეგებმა ამგვარი რობოტის შექმნა  2011 წელს იაპონიაში მომხდარი მასშტაბური კატასტროფის შემდეგ დაიწყეს. მათი განცხადებით რობოტი ადამიანების სამსახურისათვის მზად უკვე სამი წლის შემდეგ იქნება.

რობოტი უკვე დატესტეს ატომურ სადგურ ფუკუსიმა-1-ზე. ტესტების დროს რობოტის ზოგი ნაკლი გამომჟღავნდა. კერძოდ მას ზოგი სახეობი სწინააღმდეგობის დაძლევა გაუჭირდა. მკვლევართა გუნდა ამ პრობლემის აღმოფხვრაზე უკვე მუშაობს.