მნიშვნელოვანი სიახლეები
იაპონიაში პირველად გადაუნერგავენ ღეროვანი უჯრეებიდან ამოზრდილ რქოვანას

იაპონიაში პირველად გადაუნერგავენ ღეროვანი უჯრეებიდან ამოზრდილ რქოვანას

იაპონიის ხელისუფლებამ  მსოფლიოში პირველი ინდუცირებული  ღეროვანი უჯრედებიდან ამოზრდილი თვალის ბადურის გადანერგვის კლინიკური კვლევის  ჩატარებაზე თანხმობა განაცხადა.

კვლევაში მონაწილეობას მიიღებენ  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ინსტიტუტის, კიოტოსა და ოსაკას უნივერსიტეტების, ასევე კობეს სამედიცინო ცენტრის სპეციალისტები. როგორც ვარაუდობენ იგი ამა წლის პირველ ნახევარში განხორციელდება.

მეცნიერები  iPS-უჯრედებიდან ამოზრდილი თვალის  ბადურის პაციენტისათვის გადანერგვას აპირებენ. პაციენტს ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია სჭირს.  ეს დაავადება ბადურის ცენტრალურ ნაწილს აზიანებს და მხედველობის დაკარგვას იწვევს.

მკურნალობის  ამგვარი ტექნოლოგიების უფრო ეფექტური გამოყენებისათვის იაპონიაში უახლოეს დროში  iPS-უჯრედების  ბანკის  შექმნას აპირებენ. სპეციალისტების აზრით ეს გადანერგვის ოპერაციებს დააჩქარებს.

 ახლა პაციენტის ქსოვილისგან ინდუცირებული ღეროვანი უჯრედების წარმოქმნის პროცესს ნახევარი წლიდან 10 თვემდე დრო სჭირდება, მაგრამ უჯრედების ბანკის არსებობისას ეს პერიოდი 1-2 თვემდე შემცირდება.