მნიშვნელოვანი სიახლეები
იაპონურმა კოსმოსურმა ხომალდმა ორბიტა ვერ მიალაგა

იაპონურმა კოსმოსურმა ხომალდმა ორბიტა ვერ მიალაგა

იაპონურმა კოსმოსურმა ხომალდმა თავისი ერთ-ერთი მისია ვერ შეასრულა: საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტვირთი წარმატებით მიიტანა, აი კოსმოსური ნაგვის მოგროვება კი „კონოტორი-6“-მა ვერ შეძლო.

იაპონურ სატვირთო კოსმოსურ ხომლად „კონოტორი-6“-ს ორბიტაზე კოსმოსური ნაგვის მოგროვების ექსპერიმენტი უნდა ჩაეტარებინა. მას 700 მეტრიანი ლითონის ბაგირი უნდა გაეშვა და მასში ელექტრული დენი უნდა გაეტარებინა, რათა კოსმოსურ ნაგავს დაემუხრუჭებინა.  ეს ამოცანა შეუსრულებელი დარჩა. როგორც ელიან კოსმოსური ხომალდი „კონოტორი-6“ ორშაბათს, დღის ბოლოს ატმოსფეროს მკვრივ ფენებში შემოვა.

კოსმოსური სატვირთო ხომალდი 9 დეკემბერს რაკეტა-მატარებლის H-2B კაგოსიმას პრეფექტურაში მდებარე ტანეგასიმას კოსმოსდრომიდან გაუშვეს. მან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე საკვები პროდუქტები და სასმელი წყალი, ასევე შვიდი მცირე გაბარიტიანი თანამგზავრი და ახალი ელექტრომოწყობილობები მიიტანა. ტვირთის საერთო წონამ 5,9 ტონა შეადგინა.