მნიშვნელოვანი სიახლეები
ილონ მასკის Hyperloop გვირაბის პირველი გამოცდა (+ვიდეო)

ილონ მასკის Hyperloop გვირაბის პირველი გამოცდა (+ვიდეო)

ილონ მასკის ამბიციური პროექტები მხოლოდ კოსმოსს არ მოიცავს. Hyperloop-ი - ეს ჩქაროსნული გვირაბების სისტემაა, რომელიც მომავლის მატარებლებს გიჟური სიჩქარით გადაადგილების საშუალებას მისცემს. ამ დღეებში SpaceX-მა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ერთ-ერთ მსგავს გვირაბში პანორამულ გადაადგილებას გვანახებს.

 SpaceX-ი ილონ მასკის კომპანიაა, რომელმაც 2017 წლის იანვარში Hyperloop-ის გვირაბის საცდელ მონაკვეთზე ვაკუუმური მატარებლის გადაადგილება გამოსცადა.

პროტოტიპების გამოსაცდელად სპეციალური ურიკები გამოიყენეს, რომელთაგან ერთ-ერთზე ვიდეოკამერა იყო დამაგრებული. ამის გამო მაყურებელი საკმაოდ მაღალ სიჩქარეზე შესანიშნავ მიმოხილვით ექსკურსიას გაივლის. პროექტი Hyperloop მასკიმ  2012 წელს დაიწყო. მისი გზა ნაწილობრივ მიწისქვეშ, ნაწილობრივ კი სპეციალურ ესტაკადებზე იქნება მოწყობილი. ამ გზაზე მატარებლები სპეციალურ მილებში, რომელშიც დაბალი წნევა იქნება, 1200 კმ/სთ სიჩქარით ივლიან.