მნიშვნელოვანი სიახლეები
ინდოეთი ჰელიუმ-3-ის მოპოვებას მთვარეზე გეგმავს

ინდოეთი ჰელიუმ-3-ის მოპოვებას მთვარეზე გეგმავს

2030 წლისათვის ინდოეთი მთვარეზე ჰელიმ-3-ის მოპოვებისათვის მზად იქნება. მის გამოყენებას ენერგორესურსად აპირებენ. ამის შესახებ კოსმოსური კვლევის ინდური ორგანიზაციის (ISRO) დამსახურებული პროფესორი  სივატჰანა პილაი იუწყება.

ინდოელი ასტროფიზიკოსი აღნიშნავს, რომ  მთვარეზე ჰელიუმ-3-ის მოპოვება ISRO-ს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა.

„2030 წლისათვის ეს პროცესი (ჰელიმ-3-ის ენერგორესურსად გამოყენება) შესაძლებელი იქნება“, - აცხადებს პილაი.

მისი თქმით, ბევრი ქვეყანა შეისწავლის ჰელიუმ-3-ის მთვარეზე მოპოვების შესაძლებლობას. მთვარეზე არსებული რესურსი ყველას ეყოფა. დედამიწის თანამგზავრზე ჰელიუმ-3-ის მარაგი კაცობრიობას ხუთი ათასი წელი ეყოფა.

 სადღეისოდ დედამიწაზე იზოტოპ ჰელიუმ-3-ს ძალიან მცირე რაოდენობით მოიპოვებენ. მთვარეზე ამ ძვირფასი ნედლეულის 500 ათასი ტონის მარაგია. თერმობირთვული სინთეზის დროს 1 ტონა ჰელიუმ-3 670 კილოგრამ დეიტერიუმთან შედის რეაქციაში. ამ დროს გამონთავისუფლებული ენერგია 15 მილიონი ტონა ნავთობის დაწვის ექვივალენტურია.