მნიშვნელოვანი სიახლეები
ინტერნეტით გემოს გადაცემა ისწავლეს (+ვიდეო)

ინტერნეტით გემოს გადაცემა ისწავლეს (+ვიდეო)

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც ინტერნეტით ლიმონათის გემოს გადაცემის შესაძლებლობას იძლევა. ამას ელექტრული დენით ენის სტიმულაციის გზით აღწევენ.

სინგაპურელთა მიერ მოფიქრებული სისტემა ლიმონათის გემოს, ინტერნეტით ერთი ადამიანიდან მეორეს გადასცემს. ამის სარეალიზაციოდ გამგზავნ მხარეს ლიმონათში pH გადამწოდი ჩადგეს, რომელსაც სასმელის მჟავიანობა უნდა განესაზღვრა. მეორე გადამწოდი კი სასმელის ფერს განსაზღვრავდა. მიმღების მხარეს კი სპეციალური ელექტროდებიანი ხელსაწყო განათავსეს, რომელსაც მნათდიოდიანი განათება ჰქონდა.

მიმღებ ჭურჭელში ჩვეულებრივი წყალი ისხმება. იგი იმგვარად არის მოწყობილი, რომ დეგუსტაციისაა მომხმარებელი ენით ელექტროდებს ეხება. ელექტროდები კი თავის მხრივ ორიგინალური ლიმონათის მჟავე გემოს იმიტაციას სუსტი ელექტრული იმპულსებით ახერხებენ. მნათი დიოდები კი წყალს ნამდვილი ლიმონათის შეფერილობას ანიჭებენ.

ვირტუალური ლიმონათი 13 მოხალისეზე გამოსცადეს. მათ გასასინჯად სამი სხვადასხვა ფერის - თეთრი, ყვითელი და მწვანე -  ნამდვილი და ვირტუალური ლიმონათი მისცეს. როგორც აღმოჩნდა მოხალისეები ნამდვილ ლიმონათს, განსაკუთრებით თეთრი ფერისას უფრო მჟავედ აფასებდნენ.  როგორც ეტყობა გემოს შეგრძნებაზე ფერი დიდ გავლენას ახდენს. ამას გარდა ყნოსვასაც თავისი კორექტივები შეაქვს: ვირტუალურ ლიმონათს ხომ ჯერჯერობით სუნი არ აქვს.