მნიშვნელოვანი სიახლეები
იუპიტერი მზის გარშემო არ ბრუნავს

იუპიტერი მზის გარშემო არ ბრუნავს

დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს. მარსიც, ვენერაც, მერკურიც, ურანიც და სატურნიც. მთვარე და საერთაშორისო კოსმოსური სადგური დედამიწის გარშემო ბრუნავენ. აი პლანეტა გიგანტი იუპიტერის საქმე კი ცოტა რთულადაა.

როცა კოსმოსურ სივრცეში ნაკლებად მასიური სხეული მეტად მასიურის გარშემო ბრუნავს, მსუბუქი მძიმის გარშემო იდეალურ წრეს არ შემოხაზავს. სინამდვილეში ორივე ბრუნავს, ბრუნვის ცენტრს კი ორივე სხეულის მასების ცენტრი წარმოადგენს. თუკი მასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია, ისევე როგორც დედამიწასა და მზეს შორის, მაშინ მასების ცენტრი მასიური სხეულის შიგნით მდებარეობს. მაგრამ თუკი ორივე სხეულის მასები შედარებით თანაბარზომიერია, მაშინ მასების ცენტრი მათ შორის სივრცეში მდებარეობს.

იუპიტერის მასა 2,5-ჯერ აღემატება მზის სისტემის ყველა დანარჩენი ობიექტების მასებს. იუპიტერის მასა 1 898 600 000 000 000 000 000 000 000 კგ-ია, მზისა კი 1 990 818 700 000 000 000 000 000 000 000 კილოგრამი. მათ შორის სხვაობა 1000-ის ჯერადია. მასის შედარებით მცირე სხვაობის გამო მზეც და იუპიტერიც გრავიტაციულად ურთიერთქმედებენ და მოძრაობენ. მათი ბრუნვის წერტილი მზის ზედაპირიდან მზის რადიუსის 7%-ის ტოლი მანძილითაა დაშორებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იუპიტერი მზის სისტემის ერთადერთი პლანეტაა, რომლის ბრუნვის წერტილი მზის სხეულის გარეთ მდებარეობს.