მნიშვნელოვანი სიახლეები
იუპიტერის კიდევ ორი თანამგზავრი აღმოაჩინეს

იუპიტერის კიდევ ორი თანამგზავრი აღმოაჩინეს

ახლაც კი, მძლავრი ტელესკოპების და კოსმოსური მისიების ეპოქაში, მზის სისტემა კიდევ ითვლება გამოუკვლეველ ტერიტორიად. ასე მაგალითად, ჩვენ ახლაც კი არ ვიცით თუ რამდენი ბუნებრივი თანამგზავრი აქვს იუპიტერს.

მით უფრო, რომ იუპიტერის თანამგზვარების რიცხვი 69-მდე  გაიზარდა. ორ ახლახანს აღმოჩენილს, ისევე როგორც მზის სისტემის მციერ ობიექტებს, სახელი ჯერ კიდევ არ აქვს. ჯერ მათ მხოლოდ განსაკუთრებული საიდენტიფიკაციო ნომრები აქვთ: S/2016 J 1 და S/2017 J 1.  Sნიშნავს თანამგზავრს, ხოლო Jიუპიტერს. ორივე თანამგზავრი პატარაა, სულ რაღაც 2 კილომეტრი დიამეტრში. ისინი ასტრონომ სკოტ შეპარდის გუნდმა აღმოაჩინა.

ისევე, როგორც  იუპიტერის მცირე ზომის თანამგზავრების უმრავლესობა, ორივე ახალი თანამგზავრი უკუ ორბიტაზე იმყოფება, ანუ პლანეტის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის საწინააღმდეგოდ მოძრაობენ. როგორც ჩანს გიგანტმა ორივე მათგანი ახლოს ჩაფრენისას, თავისი გრავიტაციული ველით ჩაიჭირა.

ორივე მათგანი გავლილ ორბიტებზე მოძრაობენ, S/2016 J 1 იუპიტერს ყველაზე მეტად 20 600 000 კილომეტრით შორდება, ხოლო S/2017 J 1 – 23 500 000 კილომეტრით.

შეპარდის გუნდის ნაშრომმა ასევე საშუალება მისცა მეცნიერებს იუპიტერის ე.წ. „დაკარგული თანამგზავრები“ ეპოვათ. მეცნიერებმა 11 ამგვარი თანამგზავრი აღმოაჩინეს, მაგრამ ინფორმაციის სიმწირის გამო მათი ხელმეორედ დანახვა და ორბიტების გამოთვლა ვეღარ შეძლეს.