მნიშვნელოვანი სიახლეები
კევლარის სახელოები ხელს გაჭრისგან დაიცავს

კევლარის სახელოები ხელს გაჭრისგან დაიცავს

ისინი სვიტერის ჩვეულებრივ სახელოებს გვანან. მაგრამ დამზადებულები არიან კევლარისგან და დანით ჩხუბში დაზიანებისგან გვიცავს.

სინამდვილეში კომპანია-მწარმოებელმა EasyLife185 , ჩხუბისათვის სულაც არ შექმნა. პირველ რიგში ეს გაჯეტი დანით მომუშავე ადამიანებს დაიცავს, მზარეულებით დაწყებული და ცირკის ჟონგლიორებით დამთავრებული. დანებით მუშაობა, როცა იცი რომ ხელს არ გაიჭრი, ძალიან მოსახერხებელია.

სახელოები იცავენ გაჭრის და არაღრმა ჩხვლეტებისგან. მათი დამზადებისას ფირმა DuPont-ის კევლარი გამოიყენება. ანატომიის გათვალისწინებით დამზადებული სახელო სულაც არ ზღუდავს ხელის მოძრაობას. ეს სახელოები ველოსიპედისტებსაც დაეხმარებათ: ისინი მათ მკლავებს გადატყავებისგან საიდაყვეზე  ნაკლებად  არ დაიცავს. ამგავრ სახელოებით შესაძლებელია ბაღში და მინდორში მუშაობა, კერვა და ქსოვაც კი.