მნიშვნელოვანი სიახლეები
კიბე, რომელიც ენერგიას ზოგავს (+ვიდეო)

კიბე, რომელიც ენერგიას ზოგავს (+ვიდეო)

ამერიკელმა მეცნიერებმა დინამიური კიბის ახალი კონცეფცია შეიმუშავეს. იგი მოძრაობის ენერგიას ზოგავს და ადამიანს ასვლა-ჩასვლას უადვილებს.

 ვინც მრავალსართულიან ულიფტო სახლებში ცხოვრობს, ყოველდღე კიბეზე სიარული დიდ გამოცდათ მიაჩნია. მაგრამ ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ემორის უნივერსიტეტის ინჟინრებმა ერთ დღესაც კიბე შექმნეს, რომელიც ამ სამუშაოს თქვენს მაგივრად შეასრულებს.

 ახლად შექმნილი  კიბე ადამიანის ჩამოსვლის დროს კინეტიკურ ენერგიას ინახავს და მის ხარჯზე ზევით ასვლას აადვილებს. ჩვეულებრივ როცა კიბეზე ვმოძრაობთ, ჩვენი ენერგია უბრალოდ იფანტება. ზამბარიანი მექანიზმის მეშვეობით ახალი კიბე ენერგიას უფრო ეფექტურად იყენებს. მექანიზმი ჩამოსვლისას პოტენციურ ენერგიას ინახავს, ასვლისას კი მას კინეტიკურში გარდაქმნის და მოძრაობაში გშველის.

 ინჟინრების გაანგარიშებით, ჩამოსვლის დროს კიბე ადამიანის ენერგიის 26%-ს ზოგავს. ასვლისას კი ეს ციფრი 37%-მდე იზრდება, რაც მცირედი დახმარება არაა, ასაკიანი ადამიანებისა, ანდა თუნდაც ფეხმძიმე ქალებისათვის.