მნიშვნელოვანი სიახლეები
კომპიუტერი ადამიანის კუნთებიდან

კომპიუტერი ადამიანის კუნთებიდან

მეცნიერები კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ბიოლოგიური სისტემის მიერ სხეულში ინფორმაციის დამუშავების და ერთმანეთთან ურთიერთობის საკითხს.

 გულის კუნთების და გულის ფიბროპლასტების უჯრედების მეშვეობით ნოტრ-დამის უნივერსიტეტის მეცნიერებმა „ცოცხალი დიოდი“ შექმნეს. ეს დიოდი უჯრედებში ინფორმაციის დამუშავების პროცესისას შეიძლება გამოიყენონ. ბიოინჟინრებმა ეს კუნთებზე დაფუძნებული სქემა მიკროპატერნების ახალი თვითფორმირებადი მეთოდით შექმნეს.

 ამ კონტექსტში კუნთების უჯრედების გამოყენება  ფუნქციონალური ბიოლოგიური სტრუქტუტების, ანუ „გამომთვლელი ქსოვილების“ შექმნის საშუალებას იძლევა. ეს ქსოვილები ორგანოებს მექანიკური მოწყობილობების პირდაპირი მართვის და გაკონტროლების ფუნქციას შესძენენ. სქემის მიხედვით უჯრედებს მართკუთხა ფორმით განათავსებენ და აღგზნებულ უჯრედებს არააღგზნებულისგან განაცალკევებენ. ამგვარად ელექტრული სიგნალები ცალმხრივად გავრცელდებიან და ცოცხალი უჯრედები დიოდებად გარდაიქმნებიან. ამ უჯრედების ბუნებრივი რიტმის გამოყენებით, კვლევის ავტორმა პინატ ზორტულუნმა და მისმა გუნდმა დამატებით უჯრედის ელექტრული აქტიურობის სიხშირით მოდულირებულ ელექტრულ სიგნალად გარდაქმნილი ინფორმაციის გადაცემა შეძლეს.

 ეს აღმოჩენა ბიოკომპიუტერიზაციაში ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს, რომელიც ადრე ცალკეული მოდულირებულ უჯრედებს გამტარებად, ანდა ქიმიურ დანამატებიან ნეირონულ ქსელებს ინფორმაციის დამამუშავებელ სისტემებად იყენებდა. მაგრამ ერთეულოვანი უჯრედები ინფორმაციას ნელა ამუშავებდნენ, ვინაიდან ქიმიურ პროცესებს ეყრდნობოდნენ, ხოლო ნეირონები ხშირად იქ არ აგზავნიდნენ სიგნალებს სადაც საჭირო იყო. ახალი მეთოდი კი უფრო უფრო ზუსტიცაა და სწრაფიც.