მნიშვნელოვანი სიახლეები
კოსმოსური კოლონიის შესაქმნელად იქნებ მარსის მაგივრად სატურნის თანამგზავრ ტიტანზე უნდა შევჩერდეთ?

კოსმოსური კოლონიის შესაქმნელად იქნებ მარსის მაგივრად სატურნის თანამგზავრ ტიტანზე უნდა შევჩერდეთ?

ნასა და Elon Musk’s SpaceX-ი მოწოდებულნი  არიან მარსის შესასწავლადდა მასზეკოლონიის დაარსება სურთ - მაგრამ უკეთესი ხომ არ იქნებოდა მათი ყურადღება სხვა მხარეს რომ იყოს მიმართული? ჟურნალ Astrobiology & Outreach- ის სტატიის მიხედვით ადამიანები კოლონიის დაარსებას სატურნის თანამგზავრ ტიტანზე უნდა ფიქრობდნენ,  სადაც შესაძლოა არსებობდეს „ჩვენთვის უცნობი სახის სიცოცხლე.“

„სატურნის ყველაზე დიდი თანამგზავრი ტიტანი დედამიწის მსგავსი ციურ სხეულია,“ ამბობს ნასას საიტი. „მას აქვს სქელი ატმოსფერო და ის მრავალფეროვანი ქიმიური შემადგენლობისაა. ტიტანი დედამიწის გაყინულ ვერსიას ჰგავს. ასეთი იქნებოდა დედამიწა რამოდენიმე მილიარდი წლის წინ, სანამ სიცოცხლე შეიქმნებოდა და ატმოსფეროში ჟანგბადი გაჩნდებოდა.“

არის შესაძლებლობა, რომ ტიტანზე მიკრობები არსებობდნენ - ყოველ შემთხვევაში ქიმიური ნაერთები, რომლებიც ბიოორგანგულ სიცოცხლემდე არსებობდა - მაგრამ ეს დედამიწა არაა. ეს თანამგზავრი ფორთოხლისფერ ღრუბლებითაა დაფარული და მისი ატმოსფერო ადამიანისათვის ასატანია. ტიტანის ზედაპირზე შეიძლება სიარული. მისი სქელი ღრუბლების გამო იქ რადიაცია ბევრად ნაკლებია, ვიდრე მარსზე და მისი ბუნებრივი რესურსებით შესაძლოა ენერგიის გამომუშავება მოხდეს.

სტატიის ავტორი ამანდა ჰენდრიქსი აღნიშნავს, რომ ტიტანს დიდი რაოდენობით ნახშირწყალბადები აქვს. ნასას მიხედვით იქ ბევრად მეტი ნახშირწყალბადია ვიდრე მთელი დედიწის ბუნებრივი გაზისა და ნავთობის საბადოებში მოიპოვება.

 ეს ყველაფერი კარგი იქნებოდა რომ არა ერთი ფაქტი -  ტიტანზე არაა ჟანგბადი. მაგრამ ჰედრიქსის აზრით შესაძლოა სხვა ხერხებიც არსებობდეს მასზე ქიმიური გზით ენერგიის გამომუშავებისთვის.

„მე და ჩემმა თანაავტორმა იუკ იუნგმა სხვა ვარიანტებიც განვიხილეთ, როგორიცაა ქიმიური, ატომური, გეოთერმალური, მზის ენერგია, ჰიდროენერგია და ქარის ძალა. ისევე როგორც დედამიწაზე, ტიტანზეც სხვადასხვა ენერგიის წყაროები შეიძლება ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდეს.“

ნასამ მიზნად ადამიანების მარსზე 2030-იანი წლებისთვის გაგზავნას ისახავს. ნასა და ევროპული კოსმოსური სააგენტოები მომავალი წლისთვის უფრო მეტი მისიების გაგზავნას აპირებენ მარსზე. სატურნი ამ გეგმებში დიდად არ ჩანს, თუმცა ნასა ურანზე, ნეპტუნზე და იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე მისიების გაგზევნას აპირებს.