მნიშვნელოვანი სიახლეები
კოსმოსური ნაგავი დედამიწის უწყებებს დიდ საფრთხეს უქადის (+ვიდეო)

კოსმოსური ნაგავი დედამიწის უწყებებს დიდ საფრთხეს უქადის (+ვიდეო)

მეცნიერები გვაფრთხილებენ: დედამიწის თანამგზავრების კოსმოსურ ნაგავთან შეჯახების რისკები ძალიან გაიზარდა. მსგავსი ინციდენტები დედამიწის სამსახურებს დიდ საფრთხეებს უქმნის, კერძოდ ეს ეხება პირველ რიგში კავშირგაბმულობისა და ამინდის პროგნოზირების სამსახურებს.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტები ბერლინში საგანგებოდ ამ საკითხზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ. დღეისათვის დედამიწის ახლო ორბიტაზე 750 000-მდე წვრილი ობიექტი დაფრინავს.

მათი საშუალო სიჩქარე 40 000 კმ/სთ-ს შეადგენს. ასეთი სიჩქარით შეჯახებისას მცირე ზომის ნამსხვრევსაც კი დიდი უბედურების მოტანა შეუძლია. კოსმოსური ნაგავი კოსმოსში განლაგებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს ემუქრება.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს დროში კოსმოსური ნაგვის მოგროვებისა და უტილიზაციის მეთოდს შეიმუშავებენ.

იმავდროულად ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი  პროექტის წარუმატებლობა კოსმოსური ნაგვის საფრთხეს კიდევ უფრო დაამძიმეს, რაც კოსმოსური ნაგვის რაოდენობის ზრდაში გამოიხატება.

 ამ პრობლემას საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პილოტები უკვე მრავალჯერ შეხვდნენ. მათ ყოველი სახიფათო შემთხვევისას სადგურის კურსის კორექცია უწევთ.