მნიშვნელოვანი სიახლეები
კოსმოსური სატვირთო ხომალდის ფრენა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ გადაიდო

კოსმოსური სატვირთო ხომალდის ფრენა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ გადაიდო

წინასასტარტო გამოცდებისას ამაჩქარებლის ჰიდრავლიკაში ხარვეზები აღმოაჩინეს და ამის გამო კომპანია Orbital ATK-ამ რაკეტა-მატარებლის «Атлас V»-ის და მასთან ერთად სატვირთო კოსმოსური ხომალდ „სიგნუსის“  ფრენა რამდენიმე დღით გადადო. გაფრენა ნაცვლად დაგეგმილი 19  მარტისა  - 21 მარტს განხორციელდება.

 თუკი ჰიდრავლიკაში არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრიან, „სიგნუსი“ მეშვიდედ მიიტანს ტვირთს კოსმოსურ სადგურზე. „სიგნუსები“ უკან დაბრუნებაზე არ არიან გათვლილები.  სადგურზე ტვირთის მიტანის შემდეგ მას ნაგვით შეავსებენ და უკონტროლო ფრენაში გაუშვებენ. როგორც წესი იგი ატმოსფეროს მკვრივ ფენებში დაიწვება.

თავდაპირველად სატვირთო „სიგნუსები“ რაკეტა-მატარებელ „ანტარესით“ ფრენებისათვის იყვნენ გათვალისწინებულები. 2014 წლის ავარიის შემდეგ „ანტარესების“ მოდერნიზაცია მოხდა - მათ რუსული РД-181 ძრავები დაუყენეს. ამის მიუხედავად Orbital ATK-ამ უარი განაცხადა „ანტარესების“ გამოყენებაზე და უფრო მძლავრ «Атлас V»-ზე გადაერთო.