მნიშვნელოვანი სიახლეები
კუნძულ კრეტაზე ადამიანისმაგვარი უძველესი კვალი აღმოაჩინეს

კუნძულ კრეტაზე ადამიანისმაგვარი უძველესი კვალი აღმოაჩინეს

კუნძულ კრეტაზე, დანალექ ქანებში გაქვავებული ანაბეჭდი აღმოაჩინეს, რომელმაც შეიძლება ადამიანის ადრეული ევოლუციის ბევრი წინააღმდეგობით აღსავსე საკითხი გადაჭრას.

 კვალი რომელიც უძველესმა „ქვეითადმოსიარულეებმა“ დატოვეს დაახლოებით 5,7 მილიონი წლისაა. მათი ფორმა ადამიანის ტერფის ფორმას ძლიერ წააგავს და განსხვავდება პრიმატების ტერფის ფორმისგან.  მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ   ბერძნულ კუნძულზე აღმოჩენილი ანაბეჭდი მაშინ გაჩნდა, როცა ადამიანთა წინაპრებს აფრიკა ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მიტოვებული და  მათ ჯერ კიდევ პრიმატების მსგავსი ტერფები გააჩნდათ.

 აი სწორედ აქ იმალება საიდუმლო: ანაბეჭდების ადგილმდებარეობა და ასაკი აფრიკაზე „მიბმულ“ ევოლუციის თეორიას თავდაყირა აყენებს.

  ბოლო ათწლეულების გამოკვლევები და მათ შორის 1,8 მილიონ წელზე მეტი ასაკის ადამიანთა წინაპრების აღმოჩენილი ნეშთები ადასტურებდნენ, რომ ადამიანთა წინაპრები წარმოიშვნენ და ვითარდებოდნენ აფრიკაში. ბოლო თეორიის მიხედვით ადამიანთა წინაპრები არდიპითეკებიდან 4,4 მილიონი წლის წინათ ეთიაოპიაში  წარმოიშვნენ. მაგრამ არდიპითეკებს „მაიმუნისმაგვარი“ ტერფები ჰქონდათ (აშკარად გამოკვეთილი ქუსლის გარეშე, რაც გამართულად მოსიარულეებისათვის არის დამახასიათებელი).

 სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში აღმოჩენილმა სხვა ნამარხმა არტეფაქტებმა კიდევ უფრო განამტკიცა აზრი, რომ ადამიანის ბიპედალიზმის ევოლუცია კონტინენტზე (აფრიკაში) მოხდა. პირველი „ადამიანისმაგვარი“ ტერფების ანაბეჭდები ტანზანიაში აღმოაჩინეს და მათი ასაკი 3,5 მილიონი წელია.

 მაგრამ ბერძნულ ქალაქ ტრაქილოსის მახლობლად  აღმოჩენილი კვალი აშკარად „ადამიანის ტერფის ფორმისაა“ და მათი ასაკი 5,5 მილიონი წელია!

 მათი  წარმოშობის ახსნა ძალიან ძნელია. ნაკვალევის მორფოლოგია მიუთითებს იმაზე, რომ მისი პატრონი ჰომინიდების კლასს ეკუთვნოდა. მაგრამ ვინაიდან კრეტა პლეისტოცენამდელი ჰომინიდების განსახლების ცნობილი გეოგრაფიული არეალიდან საკმაოდ დაშორებულია, მაშინ გამოდის რომ ამ უჩვეულო ტერფის მფლობელი მეცნიერებისათვის აქამდე უცნობი გვიანპლეისტოცენის პერიოდის პრიმატია, რომელსაც ადამიანის მსგავსი ტერფი გააჩნდა.

  აქვე უნდა დავამატოთ, რომ კბალი იმ დანალექ ქანებში აღმოჩნდა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ცოტა ხნით დაშრობის დროს წარმოიქმნენ. ეს 5,7 მილიონი წლის წინათ მოხდა. შესაძლოა იმ პერიოდში ჰომინიდები არა მხოლოდ აფრიკის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, არამედ ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშიც განსახლდნენ.