მნიშვნელოვანი სიახლეები
მამაკაცი დროებითი, მაგრამ ხანგძლივი კონტრაცეპტია მალე რეალობად იქცევა

მამაკაცი დროებითი, მაგრამ ხანგძლივი კონტრაცეპტია მალე რეალობად იქცევა

მამაკაცის კონტრაცეპტიის ახალი მეთოდიკა წარმატებით გამოსცადეს მაიმუნებზე. შემდეგი ეტაპი ადამიანზე კლინიკური გამოცდაა.

 კონტრაცეპტივის შემქმნელიVasalgel-ი პოლიმერული გელის თესლგამტარ სადინარში შეყვანას გვთავაზობს. გელის განსაკუთრებული სტრუქტურა სათესლე სითხის დაბალმოლეკულურ შემადგენელს ატარებს, ხოლო სპერმატოზოიდს აკავებს. ეაკულაციას და ორგაზმს გელი ხელს არ უშლის.

შემქმნელების აზრით Vasalgel-ის უპირატესობა მის შექცევადობაშია. ვაზეკტომიისგან (სტერილიზაციისგან) განსხვავებით, რომელიც მამაკაცს შვილის ყოლის უნარს სამუდამოდ ართმევს, Vasalgel-ი მოქმედებს მანამ, სანამ განმეორებითი ინექციით გელს არ გამოიტანენ სადინარიდან. ამ დროს ნორმალური სასქესო ფუნქცია მაშინადვე აღდგება.

 ექსპერიმენტის დროს 16 მამალი მაკაკა-რეზუსი წლის განმავლობაში 3-9 მოზრდილ ფერტილურ მდედრთან, ბუნებრივთან მიახლოებულ პერიოდში ცხოვრობდა. ყველა მათგანს Vasalgel-ი შეუყვანეს. წლის განმავლობაში არცერთი მდედრი არ დამაკებულა, თუმცა ცხოველებმა სქესობრივი ქცევა არაერთხელ მოახდინეს.

საკონტროლო ჯგუფი არ ყოფილა. მაიმუნებიც ექსპერიმენტში მცირე რაოდენობით მონაწილეობდნენ. ასე, რომ ეს შედეგი დადასტურებულად მხოლოდ ნაწილობრივ ჩაითვლება. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მკვლევარები სწორ გზაზე დგანან. ფონდი  Parsemus-ი უახლოეს წლებში ადამიანებზე კლინიკური ცდების ჩატარებას და Vasalgel-ის პოპულარულ კონტრაცეპტივად გადაქცევასაპირებს.