მნიშვნელოვანი სიახლეები
მანათობელი ქურთუკი სირბილისათვის, რომელიც მზის ენერგიით იმუხტება და ჯიბეში ეტევა (+ვიდეო)

მანათობელი ქურთუკი სირბილისათვის, რომელიც მზის ენერგიით იმუხტება და ჯიბეში ეტევა (+ვიდეო)

სადღეისოდ თანამედროვე  ტექნოლოგიები  ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში აღწევს, მათ შორის ტანსაცმელში. დიზაინერებისა და კონსტრუქტორების განსაკუთრებულ ინტერესს სპორტული ტანსაცმელი იწვევს.

 Vollebak თავის სპორტულ ტანსაცმელს სამეცნიერო და ტექნიკური სიახლეებით ავსებს. მისი გარდერობის ბოლო ჰიტია სირბილისათვის განკუთვნილი, სიბნელეში მანათობელი წყალგაუმტარი ქურთუკი.

ამასთან ქურთუკი მზის ენერგიით იმუხტება და ულტრათხელი მანათობელი შენაერთით არის დაფარული - იგი სინათლეს შთანთქავს და სიბნელეში მწვანედ ანათებს. ის დაახლოებით იმ მანათობელ Starlight-ის ვარსკვლავებს გვაგონებს, რომელსაც ბავშვთა ოთახების ჭერზე აკრავდნენ.

როგორც კომპანია ამტკიცებს, ქურთუკი 12 საათის განმავლობაში ანათებს. ეს საკმაოდ დიდი დროა.

მანათობელი შენაერთი ქურთუკის მემბრანაშია მოთავსებული, ამიტომაც რეცხვისას მისი ჩამორეცხვის საშიშროება არ არსებობს. მიუხედავად სახელწოდებისა „მზიური ქურთუკი“ შეიძლება სინათლის ნებისმიერი წყაროთი დაიმუხტოს, როგორც მზისგან, ისე ქუჩის ფანარისგან.

ქურთუკი წყალგაუმტარია, იღლიებში სავენტილაციო  ნასვრეტები აქვს და საკმაოდ დიდი უკანა ჯიბე გააჩნია, რომელშიც ტელეფონის ანდა საფულის ტარება შეიძლება. ქურთუკს ოთხი ზომისას აწარმოებენ და მისი შეძენა აშშ-ში  მცხოვრებ ადამიანებს უკვე შეუძლიათ.