მნიშვნელოვანი სიახლეები
მარსი კიდევ უფრო საშინელი და მომაკვდინებელია ვიდრე აქამდე ეგონათ

მარსი კიდევ უფრო საშინელი და მომაკვდინებელია ვიდრე აქამდე ეგონათ

მარსი, რაც დრო გადის, სულ უფრო მეტ სიურპრიზებს გვთავაზობს. ხან წყალს აღმოაჩენენ, ხან დამშრალ ტბას და ის ფაქტი, რომ იქ ოდესღაც სიცოცხლე არსებობდა სულ უფრო რეალური ხდება. მაგრამ ამ ბოლო აღმოჩენამ ოპტიმიზმი ცოტა გაანელა.

მარსი არასტუმართმოყვარე პლანეტაა. იქ ძალიან ცივა და წყალი თუ სადმეა, ისიც გაყინულია. ამას გარდა მის ზედაპირს ულტრაიისფერი სხივები მუდმივად ბომბავენ. ყველაფერ ამას  მარსის ნიადაგში არსებული პერქლორატებიც დაემატა.

 პერქლორატები ეს ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც სარაკეტო საწვავში ხშირად გამოიყენება. მარსის ნიადაგში კი ისინი საკმაოდ დიდი რაოდენობით აღმოჩნდა. როგორც ედინბურგი სუნივერსიტეტის მკვლევარებმა გაარკვიეს  ულტრაიისფერ გამოსხივებასთან ერთად პერქლორატები ბაქტერიებს ორჯერ უფრო სწრაფად კლავენ, ვიდრე მხოლოდ ულტრაიისფერი სხივები.

 ეს კიდევ ყველაფერი არაა. მარსის ნიადაგში ჯერ კიდევ ბევრი წყალბადის ზეჟანგი და რკინის ოქსიდია. ისინი პერქლორატებთან და ულტრაიისფერ სხივებთან ერთად ბაქტერიებს უკვე 11-ჯერ უფრო სწრაფად ანადგურებენ.

ასე რომ მარსის ნიადაგში დედამიწის ბაქტერიებიც კი დიდხანს ვერ გაძლებენ. ეს კი მარსის ათვისების პერსპექტივებზე ძალიან აფერმკრთალებს.

 მაგრამ მცირე იმედი მაინც რჩება. მარსის სასიკვდილო კოქტეილს დასამუშავებლად ულტრაიისფერი სხივები ესაჭიროება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნიადაგის სიღრმეში ბაქტერიებს გადარჩენის შანსი აქვთ. სწორედ ამის გამორკვევა დაევალება ახალ მარსმავალ ExoMars-ს, რომელსაც ევროპის კოსმოსური სააგენტო 2020 წლისათვის გაუშვებს. მას ბურღი გააჩნია და ამიტომაც შეძლებს მარსის  ბაქტერიულ საკითხს ნათელი მოჰფინოს.