მნიშვნელოვანი სიახლეები
მარსზე სიცოცხლის გაჩენისათვის მნიშვნელოვანი ნივთიერება აღმოაჩინეს

მარსზე სიცოცხლის გაჩენისათვის მნიშვნელოვანი ნივთიერება აღმოაჩინეს

მარსზე, კრატერგეილში ბორის აღმოჩენა მეცნიერებს აძლევს უფლებას იფიქრონ , რომ ოდესღაც პლანეტაზე სიცოცხლეს პოტენციურად შეეძლო ეარსება.

 „ბორი რიბოქსინუკლეინის მჟავის წარმოქმნაში მნიშველოვან როლს თამაშობს და მისი მარსზე აღმოჩენა იმის შესაძლებლობას ქმნის, რომ ოდესღაც პლანეტა ცოცხალი იყო“, - ამბობს პატრიკ გასდა, ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის მკვლევარი.

 აღმოჩენა 2016 წლის დეკემბერში გაკეთდა. ეს მარსის ზედაპირზე ბორის არსებობის მეორე დადასტურებაა. პირველად ბორი 2013 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ მაშინ ნივთიერება მარსულ მეტეორიტში აღმოჩნდა, ხოლო კრატერ გეილში პოვნა პირველი შემთხვევაა, როცა ბორი უშუალოდ მარსის ზედაპირზე აღმოჩნდა.

 რიბონუკლეინის მჟავა -  რნმ, ყოველ ცოცხალ არსებაშია, რომელიც კი ცნობილია კაცობრიობისათვის. ბევრი მეცნიერი „რნმ-სამყაროს“ თეორიას ემხრობა, რომლის მიხედვითაც სწორედ რნმ-ა სიცოცხლის წარმოშობის ათვლის წერტილი. როცა ბორი იხსნება წყალში, რომელიც ასევე ოდესღაც იყო მარსზე, იგი შეიძლება რიბოზათი (პენტოზების ჯგუფის მონოსქარიდი) იმდენად ხანგძლივად დასტაბილურდეს, რათა რნმ წარმოიშვას.

 რა თქმა უნდა რაიმე სენსაციურის მტკიცება ჯერ შეუძლებელია. მარსზე ოდესღაც სიცოცხლის არსებობის რეალური ნიშნები არ აღმოჩენილა. მეორეს მხრივ პლანეტაზე ბორის არსებობა, მხოლოდ ახლა დადასტურდა. ასე რომ წინ კიდევ ბევრი ახალი აღმოჩენა გველის.