მნიშვნელოვანი სიახლეები
მარსზე თოვლიანი ქარბუქებია მოსალოდნელი

მარსზე თოვლიანი ქარბუქებია მოსალოდნელი

როგორც მარსის მეტეოროლოგიური ანალიზის შედეგად ირკვევა, წითელ პლანეტაზე თოვლიანი ძლიერი ქარბუქებია მოსალოდნელი.

ადრე თვლიდნენ, რომ თოვლიანი ქარბუქები მარსის წარსულში დარჩა - როცა პლანეტაზე მეტი წყალი იყო. 2008 წელს კოსმოსურმა აპარატმა ფენიქსმა მარსზე თოვლის ფანტელებიც კი შეამჩნია. მაგრამ მთლიანობაში ეს თოვლიანი ქარბუქების არსებობის მცირე მტკიცებულებას წარმოადგენდა.

 თუმცა პარიზის პიერ და მარია კიურის სახელობის უნივერსიტეტის მკვლევარების მტკიცებით, ამგვარი რამ მარსზე ახლაც ხდება. მეცნიერებმა მარსის წყლიან-ყინულიანი ღრუბლების მონაცემები გააანალიზეს. ანალიზში ასევე აპარატ ფენიქსიდან მიღებული მონაცემებიც შეიტანეს.

მკვლევარების მიერ  შექმნილმა მოდელმა აჩვენა, რომ თოვლიანი ქარბუქები მხოლოდ ღამითაა მოსალოდნელი. ეს ძირითადათ მარსის ღრუბლებში წყალ-ყინულის ნაწილაკების გადაციების შედეგად ხდება. ეს ყინულიანი ზონა, ღრუბლების შიგნით და ქვემოთ, ქარის ძლიერ ნაკადებს ქმნის.

გაყინული ნაწილაკები დაბლა მიემართებიან და მარსულ თოვლს ქმნის, რომელიც ასჯერ უფრო სწრაფად ეშვება,  ვიდრე აქამდე ეგონათ. მეცნიერთა განცხადებით თოვლის ბევრი ფანტელი მარსის ზედაპირს ვერ აღწევს და ჰაერშივე ორთქლდება.