მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერები მთვარეზე ფიჭური კავშირგაბმულობის გამართვას აპირებენ

მეცნიერები მთვარეზე ფიჭური კავშირგაბმულობის გამართვას აპირებენ

გერმანელ მეცნიერთა ჯგუფი მთვარეზე ფიჭუკი კავშირგაბმულობის ანძების დამონტაჟებას აპირებს.

სულ ბოლოს ადამიანი მთვარედან დედამიწას 1971 წელს დაუკავშირდა. მას შემდეგ 46 წელი გავიდა. მთვარეზე დიდი ხანია აღარავინ ყოფილა, თუმცა გეგმები გრანდიოზულია. ასე მაგალითად ჩინელები მთვარის ქანების ნიმუშების ჩამოტანას აპირებენ.

 PTScientists-ის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფი მთვარეზე ორი მთვარემავალის ჩატანას აპირებს. კონცეპტები უკვე მზადაა. მათ შექმნაში Audi-ს სპეციალისტები მონაწილეობდნენ. ეს ოთხბორბლიანი ელექტრომანქანები მზის ბატარეებზე იმუშავებენ და მათ HD-კამერები ექნებათ. მათ მთვარეზე დასაშვებ მოდულს  ALINA (Autonomous Landing and Navigation)  ჩაიტანს.

 დედამიწაზე ინფორმაციის გადმოცემას მთვარემავალები LTE ტექნოლოგიით შეძლებენ. სწორედ ამ ტექნოლოგიით მუშაობს დედამიწაზე მობილური კავშირგაბმულობა. LTE-ს უფრო ნაკლები ენერგია ესაჭიროება, ვიდრე ტრადიციულ რადიოსადგურს, შესაბამისად აპარატები დედამიწასთან კავშირისათვის ნაკლებ ენერგიას დახარჯავენ, ხოლო სამუშაოდ უფრო მეტს.