მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერები პროსტატის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატით აღფრთოვანებულები დარჩნენ

მეცნიერები პროსტატის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატით აღფრთოვანებულები დარჩნენ

ბრიტანელი მედიკოსების განცხადებით პროსტატის კიბოს სამკურნალო ახალი პრეპარატის კლინიკური გამოცდით „შთამბეჭდავი შედეგები“ მიიღეს.

კერძოდ, პრეპარატ „აბირატერონის“(Abiraterone) გამოყენება საწყის სტადიაზე ბევრ პაციენტს უნარჩუნებს სიცოცხლეს.

 კვლევის ხელმძღვანელის, ბირმინჰემის უნივერსიტეტის პროფესორ ნიკოლას ჯეიმსის განცხადებით, მის მეთვალყურეობის ქვეშ ყველა პაციენტზე ამ პრეპარატმა დიდი შედეგი მისცა. 

„აბირეტარონი“, რომელიც ასევე „ზაიტიგის“(Zytiga) სახელით არის ცნობილი, ჰორმონალური თერაპიის პრეპარატებს განეკუთვნება. ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, როცა მედიკამენტები ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედებს კლავენ, აღნიშნული პრეპარატი სიმსივნეში ტესტოსტერონის მოხვედრას უშლის ხელს, რაც მის ზრდას აჩერებს.

მეცნიერთა მტკიცებით მათ გამოცდა ორი ათასზე მეტ პაციენტზე ჩაატარეს.  ნაწილს მხოლოდ ჰორმონალური თერაპიის პრეპარატებს აძლევდნენ, ნაწილს „აბირატერონსაც“ უმატებდნენ.

შედეგად მეორე ჯგუფში 184 ადამიანი გარდაიცვალა, პირველი ჯგუფში კი 262.

დიდ ბრიტანეთში პროსტატის კიბოს დიაგნოზი 46,5 ათას ადამიანს უდასტურდება. მათგან 11 ათასი იღუპება.