მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერების მტკიცებით მარილი წყურვილის გრძნობას ამცირებს

მეცნიერების მტკიცებით მარილი წყურვილის გრძნობას ამცირებს

ალბათ გსმენიათ ანდა გამოგიცდიათ, რომ მარილიანი საკვები წყურვილის გრძნობას იწვევს. მაგრამ მალე ეს ფაქტი შესაძლოა მორიგი ტყუილი აღმოჩნდეს: მეცნიერთა მტკიცებით მარილი პირიქით, წყურვილის გრძნობას ამცირებს, ხოლო შიმშილისას პირიქით აძლიერებს.

უცნაურია, მაგრამ აქამდე არავის შეუსწავლია მარილი და წყურვილის გრძნობის ურთიერთკავშირი. მეცნიერებმა იცოდნენ, რომ მარილის ზედმეტი მოხმარება გაძლიერებულ შარდდენას იწვევს, რაც სავარაუდოთ წყურვილის გრძნობის გაჩენის მიზეზი უნდა ყოფილიყო.

 „ეს მთლად ასე არაა“, - იძახიან გერმანიის ავიაციისა და  კოსმონავტიკის ცენტრის მეცნიერები და მათი კოლეგები მაქს დელბრიუკის სახელობის მოლეკულური მედიცინის ცენტრიდან. მარსზე ფრენის ერთ-ერთი იმიტაციისას მათ ასტრონავტებზე შესაბამისი ექსპერიმენტის ჩატარება შეძლეს.

ტესტირება პროფესორმა ნატალია რაკოვამ თავის გუნდთან ერთად ჩაატარა.  რატომ მაინცდამაინც კოსმოსში? დედამიწის გარეთ ხანგძლივი მოგზაურობისას შესაძლოა ყველანაირ ვითარებაში აღმოვჩნდეთ  და ყოველი წვეთი წყლის დათვლა გახდეს საჭირო. მეცნიერებმა 10 კაციანი ჯგუფი კოსმოსური ხომალდის მაკეტში მოათავსეს და მარსზე ფრენის იმიტაცია მოახდინეს. ერთ ჯგუფს 105 დღე ტესტავდნენ, მეორეს 205 დღე. მონაწილეებს ერთნაირი დიეტა ჰქონდათ, მაგრამ მათ სხვადასხვანაირი დოზით უშვებოდნენ მარილს.

ტესტირების შედეგმა აჩვენა, რომ „მარილიანი“დიეტა სრულებითაც არ იწვევდა გაძლიერებულ წყურვილს. უფრო პირიქით: ექსპერიმენტის მონაწილეებმა ნაკლები წყლის დალევა დაიწყეს - მარილი ორგანიზმში წყალს ინახავდა. მაგრამ მარილით გაჯერებული ორგანიზმი მის რეაბსორბირებას იწვევდა, ამიტომაც „ასტრონავტებს“  შიმშილის გრძნობა უძლიერდებოდათ.

 მიღებულმა შედეგებმა მეცნიერები ადამიანის ორგანიზმში წყლის ბალანსზე დააფიქრა. ამის გამო შესაძლებელია ყოველდღე 8 ჭიქა წყლის დალევა აღარ მოგვიწიოს.