მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერებისათვის აქამდე უცნობი საშინელი ცხოველი (+ვიდეო)

მეცნიერებისათვის აქამდე უცნობი საშინელი ცხოველი (+ვიდეო)

ცხოველთა ახალ სახეობებს იშვიათა დპოულობენ და როგორც წესი ეს მიკროსკოპული არსებებია, რომლებიც საინტერესო კია, მაგრამ შთაბეჭდილებას ნაკლებად ახდენს. მაგრამ აი დიდ ჭიაზე, რომელიც სიგრძეში მეტრზე მეტს აღწევს, ამგვარ რამეს ვერ იტყვი. ეს მსოფლიოში ორსაგდულიანი მოლუსკებიდან ყველაზე დიდი და მასიურია.

 არაოფიციალურად ამ მოლუსკებს ხომალდის ჭიებს ეძახდნენ. მათი არსებობის შესახებ მრავალი ასეული წელია ცნობილია. პერიოდულად ადამიანებიმის დიდი მილის მსგავს ნიჟარებსაც პოულობდნენ და ტურისტებსა და კოლექციონერებზე დიდ თანხადაც ასაღებდნენ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ნიჟარის სიგრძე საშუალო ადამიანის სიმაღლეს აჭარბებდა, ცოცხალი ჭია არავის ენახა. და აი ახლა 20 წლიანი სერიოზული საძიები სამუშაოების შემდეგ მეცნიერებმა ამ სახეობის ცოცხალი ჭიები ჩაიგდეს ხელში.

 მეცნიერებს შემთხვევა დაეხმარა. ექსპედიციის ერთ-ერთმა მონაწილემ შემთხვევით ფილიპინების ტელევიზიის სიუჟეტი ნახა, სადაც ერთი სოფლის მცხოვრებთა უჩვეულო გასტრონომიულ გემოვნებაზე იყო საუბარი. იქ ხომალდის ჭიებს მიირთმევდნენ და მსგავსი სახეობის სხვა მოლიუსკებთან ერთად ვიდეორგოლში მეტრის სიგრძის უჩვეულო ჭიაც გამოჩნდა.  სოფლისა და ცხოველის მისაკვლევად ორი ექსპედიცია გაიგზავნა. მხოლოდ მეორე ექსპედიციას ერგო პატივი Kuphus polythalamia-დ მონათლული გიგანტური ჭია ჩაეგდო ხელთ.

 ეს მხოლოდ ყველაზე დიდი და ყველაზე უჩვეულო ორსაგდულიანი მოლუსკი არაა. იგი თავისი კვების წესითაც საკმაოდ განსაკუთრებულია. იდეაში ისინი ტალახით იკვებებიან. ჩვეულებრივი ხომალდის ჭიები დამპალ ხეებში აკეთებენ ხვრელებს, მაგრამ Kuphus polythalamia ტალახში ცხოვრობს და თავის ლაყუჩებში მცხოვრები სიმბიოზური ბაქტერიების იმედათაა. ისინი ტალახში არსებულ გოგირდწყალბადს შლიან, რის გამოც ამ ჭიების საცხოვრებელი არეალის თავზე მუდამ ლაყე კვერცხის სუნი დგას. ეს ბაქტერიები თავიანთ პატრონს დაშლის შედეგად მიღებული ნახშირბადით კვებავენ. ჭია იმდენად არის დამოკიდებული თავის ბაქტერიებზე, რომ მისი საჭმლის მომნელებელი სისტემის ბევრი ორგანო ან ძლიერად არის ატროფირებული, ანდა ძლიერ დაპატარავებულია.

 საინტერესო ისაა რომ მეცნიერებს ადრე Kuphus polythalamia ყველაზე მარტივ ხომალდის ჭიად და ამ სახეობის ფაქტიურ წინაპრად მიაჩნდათ. მაგრამ როგორც აღმოჩნდა იგი თავისი ხისმჭამელი ნათესავებისგან წარმოიშვნენ. მისი ანატომიური სიმარტივე სპეციალიზაციის ბრალი აღმოჩნდა და არა საწყისი ფორმა.