მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერებმა გაარკვიეს თუ როგორ მუშაობს უჯრედის „გაცოცხლების“ მექანიზმი

მეცნიერებმა გაარკვიეს თუ როგორ მუშაობს უჯრედის „გაცოცხლების“ მექანიზმი

საიდუმლოებით მოცული პროცესი სახელად ანასტაზი - ეს უჯრედოვანი რეანიმაციაა: ამის შემწეობით უჯრედი, რომელმაც უკვე დაიწყი თვითგანადგურების პროგრამის შესრულება, იმქვეყნიდან ბრუნდება.

 აპოპტოზის დახმარებით - ეს უჯრედის დაპროგრამირებული განადგურების მექანიზმია - ჩვენი ორგანიზმი ყოველდღიურად დაზიანებული, არასაჭირო ანდა დაბერებული უჯრედებისგან თავისუფლდება. ისინი უამრავ ფრაგმენტებად იშლებიან, რომლებსაც მენაგვე-უჯრედები - მაკროფაგები კრებენ და გადაამუშავებენ.

 გარკვეული დროის განმავლობაში ითვლერბოდა, რომ თუკი აპოპტოზის პროცესიგან საზღვრულ ეტაპს გაივლიდა, მაშინ იგი შეუქცევადი ხდებოდა. ასეთი ეტაპი სამია: ბირთვული (1) და მიტოქონდრიული დნმ-ის, (2) დაშლა და კასპაზის აქტივაცია. კასპაზი ეს ფერმენტებია რომლებიც ამინომჟავებს შორის პეპტიდურ კავშირებს არღვევს. ამ დროს ცილების მოლეკულები „იმსხვრევა“ (3). თუკი ყველა ეს პროცესი ინიცირებულია, მაშინ ითვლებოდა, რომ უჯრედს ვეღარაფერი გადაარჩენდა.

 მაგრამ 2012 წელს აღმოჩნდა, რომ ეს მთლად ასე არ იყო. ასე მაგალითად რადიაციის დამანგრეველი ზემოქმედბის, ქიმიური ანდა სტრესული შეტევების შემდეგ ზოგი უჯრედი უფრო სიცოცხლისუნარიანი იყო. ანალიზმა აჩვენა, რომ გადარჩენილ უჯრედებში სამივე ეს ეტაპი დაწყებული იყო, მაგრამ შემდეგ საიდუმლოებით მოცული მოვლენები იწყებოდა, რომელიც უჯრედს ძლიერად დაზიანებული დნმ-ის აღდგენის საშუალებას აძლევდა. პროცესს ანასტაზი უწოდეს.

 ანასტაზი მოქმედებს როგორც ძუძუმწოვრებში, ისე ბუზ დროზოფილაში, რაც საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ  ეს პროცესი უძველესი ევოლუციური მექანიზმია. ანასტაზის აღმოჩენით მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ  გადარჩენის ეს პროცესი იმ  უჯრედებს ახასიათებდა, რომელთა დაკარგვა ორგანიზმისათვის ძალიან დამაზიანებელი იყო: პირველ რიგში ნეირონები და გულის კუნთის უჯრედები.

 ახალი კვლევები ანასტაზის ზოგიერთ საიდუმლოს ხსნის. როგორც აღმოჩნდა ეს პროცესი ორ ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე იმ უჯრედებში, სადაც აპოპტოზის პროცესია გაშვებული და დნმ-ია დაზიანებული, იწყება მზადება გაყოფისათვის. მეორე ეტაპზე გაყოფის შედეგად მიღებული უჯრედები იწყებენ მიგრაციას. მკვლევართა აზრით რაღაც ამდაგვარი ქსოვილების დაზიანებული ადგილების აღდგენისას ხდება.

 ანასტაზი  ქიმიო და სხივური თერაპიის შემდეგ ონკოლოგიური დაავადებების რეციდივების ფაქტებს ხსნის: შესაძლოა სწორედ ეს მექანიზმი აძლევს კიბოს ზოგიერთ უჯრედებს გადარჩენის და განვითარების საშუალებას. ამიტომაც ანასტაზის მექანიზმის უფრო დაწვრილებითი შესწავლა საშუალებას მოგვცემს პრეპარატებით და სხივური თერაპიით განადგურებულ კიბოს უჯრედებს „გაცოცხლების“ საშუალება მოვუსპოთ და ამით მკურნალობის ეფექტიანობა გავზარდოთ.