მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერებმა ინფარქტის შემდგომ აღდგენის ახალი მეთოდი მოიგონეს

მეცნიერებმა ინფარქტის შემდგომ აღდგენის ახალი მეთოდი მოიგონეს

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 14 ივნისს გამოაქვეყნეს მოხსენება, რომელშიც ინფარქტის შემდგომი აღდგენის ახალ მეთოდზეა საუბარი. რეაბილიტაცია გულში ბაქტერიების ჩანერგვით ხდება. ეს ბაქტერიები ფოტოსინთეზის მეშვეობით ჟანგბადს გამოყოფენ.

 მოხსენებაში ნათქვამია, რომ ვირთხებზე ჩატარებულმა ცდებმა დადებითი შედეგები გამოიღო. მათ იმედი აქვთ, რომ მომავალში მეთოდი ადამიანებზეც შეიძლება იქნას გამოყენებული.

ინფარქტის მიზეზი გულის კუნთში სისხლის მიწოდების დარღვევაა. როდესაც სისხლძარღვი იკეტება, გულის კუნთი საჭირო რაოდენობით ჟანგბადს ვეღარ იღებს. თუკი ეს კრიტიკული მომენტია, ამაშინ „რატომ არ გამოვიყენოთ ფოტოსინთეზის მექანიზმი პირდაპირ გულში?“, ამბობდ კვლევის ავტორი სტენფორდის პროფესორი ჯოზეფ ვუ.

 მეთოდი ვირთხებზე გამოსცადეს. მათში ინფარქტის იმიტაცია მოახდინეს და გულის კუნთში ციანობაქტერიები შეიყვანეს, რის შემდეგაც გულის კუნთი გაანათეს. 10 წუთის შემდეგ მღრნელების გულში ჟანგბადი უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში. ამას გარდა ვირთხების პირველ ჯგუფში პარკუშების შეკუმშვა გაუმჯობესდა.

 მოცემული მეთოდი მიჩნეულია არატოქსიკურად და მისი გამოყენება ორგანიზმის იმუნური სისტემის რეაქციას არ იწვევს. თავისი ძირითადი დანიშნულების გარდა, აღნიშნული მეთოდი ტრანსპლანტაციისათვის გადანახული ორგანოების შენახვის ვადას ზრდის.

 მეცნიერები ახლა იმაზე მუშაობენ, რათა ახალი მეთოდი უფრო უხიფათო გახადონ. მათი სურვილია ციანობაქტერიები უშუალოდ გულში კი არ შეიყვანონ, არამედ ვენების მეშვეობით მიაწოდონ. ამას გარდა ცდილობენ გულთან სინათლის სხივები კანისა და ძვლების გავლით „გაიყვანონ“. ექსპერიმენტისას მკერდის გახსნა ხდებოდა.