მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერებმა მარსის ეკვატორზე წყალს მიაკვლიეს

მეცნიერებმა მარსის ეკვატორზე წყალს მიაკვლიეს

სპეციალისტებმა ზონდ Mars Odyssey-დან მიღებული ფოტოების ანალიზის შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ მარსის ეკვატორზე წყალი არის. წყალი იქ ყინულის სახითაა, ნათქვამია მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ზონდ Mars Odyssey-ის მიერ მიღებული სურათებიდან, მარსის ზედაპირზე წყალბადის განაწილების რუკების ანალიზისას, მისი ყოველი პიქსელიდან დამატებითი ინფორმაცია მიიღეს. რუკების ხარისხის მომატებით მეცნიერებმა მარსის ეკვატორზე ადრე უცნობ ყინულის მარაგებს მიაგნეს. ადრე თვლიდნენ, რომ მსგავსი ნადებები ვულკანური წარმოშობის იყო.

 მკვლევართა აზრით ეკვატორზე ყინულის მარაგების არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ ადრე მარსის ბრუნვის ღერძი გაცილებით დახრილი იყო. იგი თითქმის გვერდზე გადახრილი ბრუნავდა. მისი ბრუნვის ღერძი 45 გრადუსით იყო დახრილი.

 მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს დასკვნა ეთანხმება იმ თეორიას, რომლის მიხედვითაც მარსის ბრუნვის ღერძი ვულკან ოლიმპის და ფარსიდას პლატოს სხვა მაღალი  მთების წარმოშობის შემდეგ საგრძნობლად წანაცვლდა.

ამის მიუხედავად ახალი ჰიპოთეზა ეწინააღმდეგება მარსმავალ Curiosity და Opportunity-დან მიღებულ მონაცემებს. მათ მარსზე წყალი ჯერ ვერ აღმოაჩინეს.