მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერებმა მოსკოვის ცენტრში ასტეროიდის ვარდნის მოდელირება მოახდინეს

მეცნიერებმა მოსკოვის ცენტრში ასტეროიდის ვარდნის მოდელირება მოახდინეს

მეცნიერებმა 300 მეტრი დიამეტრის და 1000 მეგატონა ენერგიის მქონე ქვის ასტეროიდის ატმოსფეროში ფრენის და დედამიწასთან შეჯახების მოდელირება მოახდინეს.

როგორც გაირკვა ეპიცენტრის გარშემო, 700-1000 მეტრის დიამეტრში ყველა ნაგებობა დაინგრევა. ამასთან რაც ნაკლები იქნება დედამიწის ზედაპირთან დაცემის კუთხე, მით მეტი იქნება ნგრევის ფართობი.

 20-35 კილოპასკალის ოდენობის ნამეტი წნევა 400 კილომეტრზე გავრცელდება. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ 24-36 სანტიმეტრის სისქის აგურის კედელი 20 კილოპასკალის ოდენობის ნამეტი წნევისას ნგრევას იწყებს. ხოლო ბეტონის ბლოკებისგან აგებული იმავე სისქის კედელი 35 კილოპასკალის ნამეტი წნევისას იწყებს ნგრევას.

 ამას თან ერთვის ელექტრომაგნიტური ტალღა, რომელიც მთელს მსოფლიოში კავშირგაბმულობის მოშლას გამოიწვევს. მათ შორის თანამგზავრული ნავიგაციის სისტემებიც მოიშლება.

რამდენიმე ათასი კილომეტრის  მანძილზე, 100 კილომეტრის სიმაღლეზე ატმოსფეროს სიმკვრივის ცვლილება მოხდება. ეს ცვლილება ძლიერ ქარებს გამოიწვევს, რომელთა სიჩქარე წამში რამდენიმე ასეულ მეტრს მიაღწევს. ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახებიდან 10 წუთის შემდეგ დაცემის ადგილს 800 კილომეტრის სიდიდის მტვრის ღრუბელი დაფარავს.

 კარგ ამინდში ხეები 200 კილომეტრის რადიუსში დაიწვებია, ხოლო ხანძრის ცალკეული კერები შესაძლოა ორჯერ უფრო მეტ მანძილზეც აღმოჩნდნენ.

   დაცემის ცენტრალურ ნაწილში 100 კილომეტრის რადიუსში თბური დაზიანებისგან ყველა კონსტრუქცია, სახურავები და ტანსაცმელი დაიწვება. ტრაექტორიის დახრის კუთხის შემცირებასთან ერთად ადამიანისათვის საზიანო თბური ზონა შესაძლოა კრატერიდან 250-400 კილომეტრამდე გაიზარდოს.

მეტი თვალსაჩინოებისათვის მეცნიერებმა ასტეროიდის მოსკოვის ცენტრში  ვარდნის მოდელირება მოახდინეს. შედეგად წარმოიქმნება კრატერი, რომელიც ქალაქის მთელ ისტორიულ ცენტრს მოიცავს და „სადოვოე კალცოთი“ შემოიფარგლება. დარტყმითი ტალღისგან წრიული საავტომობილო გზის შიგნით ყველაფერი ცოცხალი განადგურდება. მოსკოვის ოლქის მთელი ტერიტორია ხანძრის ალში გაეხვევა.

 ჩელიაბინსკის მეტეორიტის ჩამოვარდნით გამოწვეული ნგრევების მსგავსი შედეგები რუსეთის მთელ ცენტრალურ ოკრუგში იქნება. ძლიერი იონოსფერული ხარვეზებით გამოწვეული კავშირგაბმულობის დაზიანებები მთელს ევროპას მოიცავ. და ბოლოს ასტეროიდის ჩამოვარდნისგან გამოწვეული ანომალიური ამინდი რამდენიმე წლის განმავლობაში მთელს დედამიწაზე იქნება მოსალოდნელი.