მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერებმა ქარვაში 100 მილიონი წლის ბარტყი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ქარვაში 100 მილიონი წლის ბარტყი აღმოაჩინეს

გასულ წელს მეცნიერებმა გარდასული ეპოქების უამრავი საოცარი რელიქტი აღმოაჩინეს, რომლებიც გაქვავებულ ფისში იყო „ჩამწყვდეული“. მაგრამ ახლახანს აღმოჩენილმა ყველაფერს გადააჭარბა: მეცნიერებმა ქარვაში ჩაბეჭდილი თითქმის მთლიანი ბარტყი აღმოაჩინეს, რომლის სავარაუდო ასაკი 99 მილიონ წელს შეადგენს.

 მიანმას ქარვის შახტები დიდი ხანია უძველესი ნამარხი ცხოველების ძვირფას წყაროდ იქცა.  მკვლევართა მონაცემებით ნახევრად გამჭვირვალე ქარვის ნატეხებში რეგულარულად ჩნდება წარსულის მცენარეების და ცხოველების ფრაგმენტები და ზოგჯერ მთლიანი ინდივიდები.

 ახალი ნიმუში, რომელმაც მსოფლიო მეცნიერების დიდი ინტერესი გამოიწვია ენანციორნისული ფრინველის ბარტყს შეიცავს. ამ ფრინველს ცარცულ პერიოდში მადომინირებელი პოზიცია ეკავა. ბარტყმა როგორც ჩანს ბუმბულის პირველი ცვლა ნაწილობრივ გაიარა. ეს ნიშნავს, რომ იგი რამდენიმე კვირის გამოჩეკილია.  მკვლევართა ჯგუფმა ფრინველი სპეციალური სკანერით გამოიკვლია და მისი 3D-რეკონსტრუქცია მოახდინა.

 ენანციორნისული მჭიდროდ არიან თანამედროვე ფრინველებთან დაკავშირებულები. თუმცა მათგან განსხვავებით მათ კბილები, ფრთებზე ბრჭყალები და ცოტა სხვანაირი აგებულება გააჩნდათ. ნიმუშმა ნიშნების უჩვეულო კომბინაცია შეინარჩუნა: მაგალითად მას სხეულზე უკვე ჰქონდა ფუნქციონალური ბუმბულები, მაგრამ  ისინი ცოტა იყო. სამწუხაროდ ბარტყის რბილი ქსოვილები გაქვავების გამო გენომის სეკვენირებისათვის უვარგისი აღმოჩნდა. ამის გამო ფრინველის კლონირება, ისე როგორც ეს  ფილმ „იურიული პერიოდის პარკში“ ხდებოდა შეუძლებელი აღმოჩნდა.