მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერებმა რუჯის მისაღები და გამაახალგაზრდავებელი პრეპარატი მოიგონეს, რომელიც კანის კიბოს არ იწვევს

მეცნიერებმა რუჯის მისაღები და გამაახალგაზრდავებელი პრეპარატი მოიგონეს, რომელიც კანის კიბოს არ იწვევს

მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატი, რომელიც კანზე მზის სხივების ზემოქმედების იმიტაციას იწვევს. ამის გამო კანზე რუჯი მავნე ულტრაიისფერი დასხივების გარეშე ჩნდება.

ტესტების, რომელიც ადამიანის კანის ნიმუშებზე და თაგვებზე ჩაატარეს, პრეპარატმა კანი „მოატყუა“ და ყავისფერი პიგმენტის მელანინის გამომუშავება აიძულა. სწორედ ამ პიგმენტის დამსახურებაა კანზე რუჯის გაჩენა.

როგორც ვარაუდობენ, ახალი საშუალება ჟღალთმიანი ადამიანებისთვისაც კი ეფექტური იქნება - ისინი ადრე მზეზე უბრალოდ იწვებოდნენ.

მასაჩუსეტსის ცენტრალური ჰოსპიტალის მკვლევართა ჯგუფს იმედი აქვს, რომ მათი აღმოჩენა კანის კიბოს აგვაცილებს და კანის დაბერების პროცესს შეანელებს.