მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერებმა საცხოვრებლად ვარგისი ეკზოპლანეტები აღმოაჩინეს (+ვიდეო)

მეცნიერებმა საცხოვრებლად ვარგისი ეკზოპლანეტები აღმოაჩინეს (+ვიდეო)

ამერიკელმა და ბელგიელმა მეცნიერებმა  ოთხშაბათს განაცხადეს, რომ მერწყულის თანავარსკვლავედში დედამიწის მსგავსი შვიდი ეკზოპლანეტისგან შემდგარი სისტემა აღმოაჩინეს.

ისინი ვარსკვლავ TRAPPIST-1-ის ირგვლივ ბრუნავენ და შესაძლოა სიცოცხლისათვის ვარგისნი იყვნენ. ამის შესახებ NASA-ას სამეცნიერო ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა ტომას ცურბუხენმა განაცხადა:

„ამ პლანეტებიდან სამი „სიცოცხლის ზონაში“ მდებარეობენ, სადაც წყალი ზედაპირზე თხევად მდგომარეობაში გროვდება. სინამდვილეში შესაბამისი ატმოსფერული პირობების შემთხვევაში წყალი ყველა აღმოჩენილ პლანეტაზე შეიძლება იყო“.

ეს ეკზოპლანეტები დედამიწიდან 39 სინათლის წლით არიან დაშორებულები. ლიეჟის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოს მიშელ ჟიიონის განცხადებით ეს აღმოჩენა ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

 „ჩვენ ტელესკოპ „სპიტცერის“ მეშვეობით დიდი სიზუსტით განვსაზღვრეთ ექვსი პლანეტის ზომები და მასები. ხოლო მეშვიდეს შემთხვევაში ჩვენი გაზომვები იმდენად ზუსტია, რომ დიდი ალბათობით შეგვიძლია მასზე წყლის არსებობა ვივარაუდოთ. ეს ძალიან საინტერესოა, მით უფრო, რომ  ეს პლანეტა „სიცოცხლის ზონაში“ მდებარეობს, ხაზი გაუსვა ჟიიონმა.

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მეცნიერები უფრო დაწვრილებით შეისწავლიან მათ მიერ აღმოჩენილ ეკზოპლანეტებს და მათ ატმოსფეროებს. ამისათვის ისინი უახლეს ტელესკოპ „ჯეიმს უებს“ გამოიყენებენ, რომელსაც კოსმოსში მომდევნო წლის ოქტომბერში გაუშვებენ.