მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერებმა შექმნეს ანტისხეულები, რომლებიც შიდსის შტამის 99%-ს ანადგურებს

მეცნიერებმა შექმნეს ანტისხეულები, რომლებიც შიდსის შტამის 99%-ს ანადგურებს

ამერიკელი მეცნიერების შექმნილი ანტისხეულები ინფექციის განვითარების ადრეულ სტადიაზე შიდსის ვირუსის შტამის 99%-ს ანადგურებენ.

შენაერთი ვირუსის სამ ძირითად კომპონენტს უტევს.

ანტისხეულის  ავტორები აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი და ფარმაცევტული კომპანია Sanofi არიან.

 შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო საზოგადოება (IAS) მეცნიერთა  ნაშრომს „საინტერესო გარღვევას“ უწოდებს.

24 მაიმუნზე ჩატარებულმა  გამოცდებმა დადებითი შედეგი გამოიღეს.  შიდსის ვირუსის შეყვანის შემდეგ არცერთ მათგანს ინფექცია არ დაწყებია.

ახალი წამლის კლინიკურ გამოცდებს 2018 წელს დაიწყებენ.