მნიშვნელოვანი სიახლეები
Microsoft-ის ნეიროქსელური აპლიკაცია ადამიანებს ცნობს და ხმამაღლა კითხულობს (+ვიდეო)

Microsoft-ის ნეიროქსელური აპლიკაცია ადამიანებს ცნობს და ხმამაღლა კითხულობს (+ვიდეო)

Microsoft-მა ცუდი მხედველობის მქონე ადამიანებისათვის უფასო მობილური აპლიკაცია Seeing AI გამოუშვა: ნეიროქსელი სმარტფონის კამერის მონაცემებს აანალიზებს და ხმამაღლა ყვება იმის შესახებ, რაც გარშემო ხდება.

 რეჟიმის მიხედვით Seeing AI ამოიცნობს სახეებს, წარწერებს, ტექსტებს, ობიექტებს ანდა უბრალოდ გარემოს. აპლიკაცია ნაცნობებს (რომელიც მომხმარებლის მიერ მონაცემთა ბაზაშია შეტანილი) ასახელებს, უცნობებს აღწერს, ჩამოთვლის სახის ნაკვთებს და გამომეტყველებას, ასაკს და ტანსაცმელს. სუპერმარკეტში აპლიკაცია ასკანირებს შტრიხ-კოდებს და აღწერს პროდუქტს. თუკი ტელეფონს დოლარის კუპიურაზე მივმართავთ, მაშინ იგი ნომინალს გვეტყვის. ამას გარდა აპლიკაციაში ნებისმიერი სურათის ატვირთვისას მომხმარებელი მის ხმოვან აღწერას მიიღებს.

თუკი გამოსახულება მთლიანად არ ეტევა კადრში, ანდა მისი აღწერისათვის სხვა რაკურსია საჭირო, მაშინ აპლიკაცია სმარტფონის საჭირო კუთხით დასაჭერად ხმოვან შეტყობინებას გვაძლევს. პანორამის აღწერისა და ხელნაწერი ტექსტის წასაკითხად ინტერნეტ კავშირია საჭირო, ყველა სხვა ფუნქცია ოფლაინ არის ხელმისაწვდომი.

ჯერჯერობით აპლიკაცია მხოლოდ iOS-ის მომხმარებლებისათვის არის ხელმისაწვდომი. მისი ჩამოტვირთვა ამერიკული App Store-დან შეიძლება.