მნიშვნელოვანი სიახლეები
მრავალჯერადი სუპერღრუბელი, რომელიც ნავთობს უსაზღვრო რაოდენობით იწოვს (+ვიდეო)

მრავალჯერადი სუპერღრუბელი, რომელიც ნავთობს უსაზღვრო რაოდენობით იწოვს (+ვიდეო)

ილინოისის შტატის (აშშ) არგონას ეროვნული ლაბორატორიის მკვლევარებმა შექმნეს „ღრუბელი“ რომელიც საკუთარ წონაზე 90-ჯერ მეტ ნავთობს იწოვს და რომლის გამოყენებაც 100-ჯერ შეიძლება.

მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ ამგვარად ნავთობის დაღვრილ ლაქას უფრო იაფად და სწრაფად გაუმკლავდებიან .

ნავთობის ლაქების ლიკვიდაცია ძალიან რთულია. არსებობს ხელსაწყოების ნაკრები, რომელსაც მაშველები ნავთობისა და წყლის დასაშორებლად იყენებენ, მაგრამ ზოგი ნელია, ზოგიც ძვირი, ზოგიც ორივე ერთად. ნავთობისა და წყლის დასაშორებლად საუკეთესო საშვალებაა აბსორბირებადი  მასალა, რომელიც ნავთობს ისრუტავს. მასალის და მიხედვით იგი თავის წონაზე  3-დან 70-ზე მეტი რაოდენობის ნავთობს იწოვს.

მაგრამ აქამდე ამგვარი აბსორბირებადი მასალის გამოყენება მხოლოდ ერთხელ შეიძლებოდა. ახალიმასალა კი მრავალჯერადი გამოყენებისაა. უფრო მეტიც, გამოცდისას ამ „ნავთობის ღრუბელმა“ თავის წონაზე 90-ჯერ მეტი ნავთობი შეიწოვა. ამის შემდეგ მისი გაწურვა და ხელმეორედ გამოყენება შეიძლება. ამგვარი მასალა გაწმენდით სამუშაოებს ძლიერ აიაფებს.

 ღრუბელი პოლიურეთანის ქაფისგან არის დამზადებული, რომელიც წყალბადსილიციუმით არის დაფარული. პოლიურეთანის და წყალბადსილიციუმის თანაფარდობას დიდი  მნიშვნელობა აქვს: თუკი წყალბადსილიციუმი ცოტა იქნება, ღრუბელი ნავთობს არ შეიწოვს, ხოლო თუ მეტი,მაშინ ღრუბლის ხელმეორედ გამოყენება შეუძლებელი იქნება. ასე რომ ზუსტი თანაფარდობის მიღწევა საკმაოდ რთულია. შესაბამისად ამ ღრუბლის გაშლილ ოკეანეში გამოყენება გაძნელდება, თუმცა შედარებით წყნარ სანაპირო წყლებში სავსებით გამოდგება.