მნიშვნელოვანი სიახლეები
მსოფლიოში ყველაზე დიდი ქარის გენერატორი (+ვიდეო)

მსოფლიოში ყველაზე დიდი ქარის გენერატორი (+ვიდეო)

 გერმანიაში ქარის გენერატორისათვის ორას მეტრიანი კოშკის მშენებლობა ვიდეოზე გადაიღეს. ერთი ასეთი გენერატორი ენერგიით პატარა ქალაქს მოამარაგებს.

Enercon E-126  მსოფლიოში ყველაზე დიდი ქარის გენერატორია. კოშკის სიმაღლე - 135 მეტრია, როტორის დიამეტრი - 126 მეტრი, საერთო სიმაღლე თითქმის 200 მეტრია. ძლიერი ქარის დროს მას 7,58 მეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია. იმისათვის, რომ როტორიანი კოშკი მყარად მდგარიყო, მისი საძირკვლის მასა 2500 ტონამდე გაზარდეს (თავად კოშკი 2800 ტონას, ტურბინა კი128 ტონას, გენერატორი - 220 ტონას, როტორი ფრთებით -364 ტონას იწონიან) მთელი ნაგებობა კი ექვსი ათას ტონას იწონის. პირველი ქარის გენერატორი Enercon E-126 გერმანიაში 2007 წელს აღმართეს. ერთი ამგვარი ნაგებობა 14 მილიონი დოლარი ღირს (დადგმის გარეშე).

 2017 წელს გერმანიაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 37% განახლებადი წყაროებიდან იყო. 2022 წლისათვის ბოლო ატომური ელექტროსადგური მუშაობას შეწყვეტს. იმ დროისათვის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის გამომუშავება 50%-მდე იქნება მიყვანილი.