მნიშვნელოვანი სიახლეები
„მთვარეთევზა“ ფუკუსიმას რეაქტორში შეძვრა (+ვიდეო)

„მთვარეთევზა“ ფუკუსიმას რეაქტორში შეძვრა (+ვიდეო)

ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგურის დანგრეული მესამე რეაქტორის პირველი წყალქვეშა კადრები გავრცელდა. მცირე ზომის ტელემართვადი რობოტი რეაქტორის დამცავ გარსში შეძვრა. აპარატის, სახელად „მთვარეთევზა“, ზომები 30х13 სანტიმეტრზეა: სხვანაირად ტექნოლოგიურ ნახვრეტში შეძრომა შეუძლებელი იქნებოდა.

რეაქტორი ექვსი მეტრის სიღრმის რადიაქტიული წყლით არის დაფარული. რეაქტორი გაციების მიზნით „ჩაძირეს“. მის ფსკერზე რობოტმა რეაქტორის გამდნარი ბირთვული საწვავის დიდი გროვა შეამჩნია.

რეაქტორის კორპუსში შეღწევის წინა მცდელობები წარუმატებლები აღმოჩნდნენ: ყველა წინა „თევზი“ უძლიერესი რადიაციის მსხვერპლი გახდა.