მნიშვნელოვანი სიახლეები
მთვარეზე გიგანტურ გვირაბს მიაგნეს

მთვარეზე გიგანტურ გვირაბს მიაგნეს

იაპონელი მეცნიერების განცხადებით, დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე გიგანტურ გვირაბს მიაკვლიეს, რომელთა გამოყენება ასტრონავტების ბაზად შეიძლება.

ზონდ „კაგუას“ მიერ მოგროვებული ინფორმაცია იაპონიის აეროკოსმოსურ სააგენტოსთან  (JAXA) არსებული კოსმოსური სივრცის და ასტრონომიული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერებმა მარიუსის ბორცვების რაიონში 50 მეტრი რადიუსის და დაახლოებით ამდენივე სიღრმის ხვრელი აღმოაჩინეს. ეს ხვრელი გვირაბს უკავშირდება, რომელიც მთვარის ზედაპირის ქვეშ რამდენიმე კილომეტრზე ვრცელდება

 იაპონელ მეცნიერთა მტკიცებით გვირაბი 10-დან 100 მეტრამდე სიღრმეზე მდებარეობს და მთვარის ბაზის მოსაწყობად იდეალურ ადგილს წარმოადგენს. იგი ასტრონავტებს მზის რადიაციისგან და ასტეროიდებისგან დაიცავს.